რუსეთის ხელისუფლება ნავალნის ციხით ემუქრება, თუ ის მოსკოვში 29 დეკემბრამდე არ ჩავა

რუსეთის სამართალდამცავი ორგანოები პატიმრობით ემუქრებიან ოპოზიციონერ პოლიტიკოს ალექსეი ნავალნის,თუ ის არ შეასრულებს პირობითი მსჯავრის ვალდებულებას,რომელიც მას 2012 წელს დაეკისრა.

რუსეთის ფედერალურმა პენიტენციურმა სამსახურმა განაცხადა, რომ ”მკურნალობის დასრულების შემდეგ” გერმანიაში დარჩენით, ნავალნი არღვევს შეჩერებული სასჯელის პირობებს.

საქმე ეხება ბრალდებას, რომელიც ნავალნის და მის ძმას ოლეგს, 2008 წლიდან 2012 წლამდე 500,000 დოლარის ოდენობით თანხის გათეთრებაში ადანაშაულებს. სამართლებრივი ძიება ოპოზიციონერის წინააღმდეგ 2012 წელს დასრულდა და ის პირობითი შეთანხმებით გათავისუფლდა.

პენიტენციური სამსახურის თქმით- ”პირობით მსჯავრდებული პირი არ ასრულებს სასამართლოს მიერ მისთვის მინიჭებულ ვალდებულებებს და თავს არიდებს სისხლის სამართლის ინსპექტირების კონტროლს."

ნავალნის დაევალა რუსეთში სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გამოცხადება; წინააღმდეგ შემთხვევაში მიეცემა პასუხიგებულებაში და მისი შეჩერებული სასჯელი შეიცვლება ნამდვილით.

ნავალნის პრესმდივანმა, კირა იარმიშმა Twitter- ზე დაწერა: " სასჯელაღსრულების სამსახურმა კარგად იცის რომ ნავალნი გერმანიაში მკურნალობს, ცდილობს უკანასკნელ მატარებელზე გადასვლას (ალექსეის გამოსაცდელი ვადა 30 დეკემბერს მთავრდება!) და ითხოვს, რომ იგი შემოწმებისთვის ხვალ გამოცხადდეს. "