"როდესაც ჩვენ დღეს, ჰოსპიტალურ სისტემაში თავისუფალი გვაქვს დაახლოებით 2000 ადგილი, ეს იმას ნიშნავს, რომ ჰოსპიტალური სისტემა და ჯანდაცვის სისტემა საკმაოდ მდგრადია და დღეს შეუძლია უფრო დიდ გამოწვევებს უპასუხოს." - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს წევრების ბრიფინგზე.
"ჩვენ ვირუსის გავრცელების მაქსიმალურ ციფრებს მივაღწიეთ ნოემბრის მეორე ნახევარში, დეკემბრის დასაწყისში, როცა დღეში 5000 ინფიცირებული გვყავდა. დღეს ეს ციფრი არის 2012. ეს ჩვენი, ყველას ერთობლივი მიღწევაა. როდესაც ჩვენ დღეს, ჰოსპიტალურ სისტემაში, თავისუფალი გვაქვს დაახლოებით 2000 ადგილი, ეს იმას ნიშნავს, რომ ჰოსპიტალური სისტემა და ჯანდაცვის სისტემა საკმაოდ მდგრადია და დღეს შეუძლია უფრო დიდ გამოწვევებს უპასუხოს". - განაცხადა გიორგი გახარიამ.
გახარიას თქმით, არის რამდენიმე მნიშვნელოვანი წესი, რომელიც ყველამ უნდა დავიცვათ.
"ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, არის რამდენიმე კრიტიკულად მნიშვნელოვანი ელემენტი, რაც თითოეულმა ჩვენგანმა უნდა შევასრულოთ. მაგალითად, ეს არის მარტივი წესების დაცვა, პირბადეების ტარება. რაც უფრო მაღალია პiრბადის ტარების პროცენტული მაჩვენებელი, მით უფრო მეტ სამუშაო ადგილს შევინარჩუნებთ, მით უფრო სწრაფად აღდგება ჩვენი ეკონომიკა.
რაც უფრო მეტი ტესტირება გაკეთდება, მით უფრო სწრaფი იქნება ვირუსის გამოვლენა და შესაბამისად, მკურნალობა. რაც უფრო სწრაფად გვექნება ქვეყანაში ვაქცინა, უფრო სწრაფად დავამარცხებთ ამ ეპიდემიას.
დღეს ქვეყანაში შესაძლებელია ყოველდღიურად გავაკეთოთ 2000 ტესტი. მიუხედავად ამისა, მომართვიანობა საკმაოდ დაბალია. მინდა მოვუწოდო ჩვენ მოქალაქეებს, მაქსიმალურად გაიკეთონ ტესტი." - განაცხადა გიორგი გახარიამ.