ბრიტანეთი შვედეთსა და ფინეთს თავდასხმის შემთხვევაში მხარდაჭერას ჰპირდება

გაერთიანებული სამეფო შვედეთსა და ფინეთს თავდასხმის შემთხვევაში მხარდაჭერას ჰპირდება. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა შვედეთსა და ფინეთში ვიზიტისას ორივე ქვეყანასთან ხელი მოაწერა უსაფრთხოების დეკლარაციებს.

ჯონსონის თქმით, შეთანხმებების თანახმად, „კატასტროფის შემთხვევაში, ან რომელიმე ჩვენგანზე თავდასხმის შემთხვევაში, ჩვენ ერთმანეთს დავეხმარებით.“ ჯონსონის თქმით, დახმარება „დამოკიდებული იქნება მეორე მხარის მოთხოვნაზე“.

გაერთიანებული სამეფოს განცხადებაში ნათქვამია, რომ ახალი შეთანხმებები გააძლიერებს დაზვერვის ინფორმაციის გაზიარებას და დააჩქარებს ერთობლივ სამხედრო წვრთნებსა და ჯარების განლაგებას.

შვედეთი და ფინეთი ინარჩუნებენ მჭიდრო კავშირებს დიდ ბრიტანეთთან და არიან ერთობლივი საექსპედიციო ძალების ნაწილი, მრავალეროვნული სამხედრო კოალიცია, რომელიც უსაფრთხოების უზრუნველყოფს შორეული ჩრდილოეთის, ჩრდილო ატლანტიკური და ბალტიის ზღვის რეგიონებში. თუმცა, უკრაინის ომმა გააძლიერა შიში სტოკჰოლმსა და ჰელსინკში, რომ ორმხრივი შეთანხმებები არ ჩაანაცვლებს NATO-ს  წესდების მე-5 მუხლს, რომელიც გარანტიას იძლევა, რომ თავდასხმა ერთ წევრ სახელმწიფოზე განიხილება, როგორც თავდასხმა ყველაზე.

უახლოეს დღეებში შვედეთი და ფინეთი გამოაცხადებენ თავიანთ განზრახვებს ნატოში შესაძლო შესვლის შესახებ.


ასევე წაიკითხეთ