ეკონომიკის მინისტრი აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში კონგრესმენებს შეხვდა

ვაშინგტონში ვიზიტისას, ვიცე პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი კონგრესმენებს დარენ სოტოსა და ბრენდან ბოილს შეხვდა. ვიცე პრემიერმა განაცხადა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია აშშ-ის კონგრესის და კონგრესის წევრების მკაფიო პოლიტიკური მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, განსაკუთრებით რეგიონში საკმაოდ რთული ვითარების ფონზე.

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, კონგრესმენებთან გამართულ შეხვედრებზე ყურადღება გამახვილდა შავი ზღვის რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე, აგრეთვე გამოწვევებსა და მათი დაძლევის გზებზე. აღინიშნა, რომ აშშ განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას მისი ევროკავშირში და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით. საქართველო დაინტერესებულია, რათა სტრატეგიული პარტნიორობა აშშ - სთან გადავიდეს ახალ საფეხურზე, რაც წარმოადგენს კიდევ ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს. ამ მხრივ, ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებისა და სავაჭრო და საინვესტიციო კავშირების განვითარების მნიშვნელობას, მათ შორის, აშშ - სთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების შესაძლებლობას. ასევე აღინიშნა, რომ ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას ხელს შეუწყობს პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყება საქართველოსა და აშშ-ს შორის.