ნათია თურნავა: მთავრობა დენის კომერციული ტარიფის ფასნამატის 50%-ს დაასუბსიდირებს

„ელექტროენერგიის კომერციული ტარიფის ნაზარდის, ფასნამატის 50 პროცენტი 2021 წლის განმავლობაში ადგილობრივ კვების წარმოებას დაუსუბსიდირდება."- განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

"ელექტროენერგიის კომერციული ტარიფის ნაზარდის, ფასნამატის 50 პროცენტი 2021 წლის განმავლობაში ადგილობრივ კვების წარმოებას დაუსუბსიდირდება. აქედან გამომდინარე, ეს წნეხი კვების პროდუქტების სამომხმარებლო ფასებზე აღარ აისახება, რაც, მერწმუნეთ, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა“ -აღნიშნა ნათია თურნავამ.

მინისტრის განცხადებით, ყველაზე დიდია რისკი, ელექტროენერგიის ტარიფის ზრდა ფასებში სწორედ კვების მრეწველობაში აისახოს.

„ჩვენ ეს გადაწყვეტილება მივიღეთ იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ ყველაზე დიდია რისკი, ელექტროენერგიის ტარიფის ზრდა ფასებში სწორედ კვების მრეწველობაში აისახოს. ეს იქნება ყველაზე მტკივნეული ისევ და ისევ ჩვენი მოსახლეობისთვის, ვინც ისედაც კრიზისულ ვითარებაში იმყოფება“, - განაცხადა მინისტრმა.

სემეკის გადაწყვეტილებით, ელექტროენერგიის ტარიფი კომერციული სექტორისთვის დაახლოებით 11 თეთრით მოიმატებს