ბრიტანულ-ნიდერლანდური ენერგოკომპანია Shell, რუსეთის ბაზრის დატოვების შემდეგ, საქმიანობას სომხეთში იწყებს. ამის შესახებ ადგილობრივი მედია სომხეთის ეკონომიკის მინისტრ ვაჰან კერობიანზე დაყრდნობით წერს.
მისი თქმით, ნავთობისა და გაზის გიგანტი ამიერკავკასიის ქვეყანაში „ახალი ხარისხისა და სტანდარტების“ ბენზინგასამართი სადგურების ქსელის გახსნას აპირებს.
ცნობილია, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ნიდერლანდებში გასულ კვირას ვიზიტისას შეხვედრა გამართა ადგილობრივ ბიზნესმენებთან, რომელთა შორის იყო Shell-ის წარმომადგენელი, აღნიშნავს გამოცემა.
შეგახსენებთ, რომ Shell-მა 8 მარტს რუსეთის ბაზრიდან გასვლის შესახებ განაცხადა.