იაპონიის ეკონომიკა ბოლო ერთი წლის განმავლობაში პირველად შემცირდა

იაპონიის ეკონომიკა ივლისიდან სექტემბრის კვარტალში წლიურად 0.1%-ით შემცირდა, რაც 0.3%-იანი ზრდის პროგნოზს ჩამორჩა. ყველაზე დიდი დაბრკოლება ენერგორესურსების იმპორტის ზრდა იყო.


მთავრობის კაბინეტის წინასწარი მონაცემებით, კვარტალურ ჭრილში ეკონომიკური აქტივობა თითქმის უცვლელი დარჩა და კლებამ მხოლოდ 0.1%-ზე ნაკლები შეადგინა.


ენერგორესურსების იმპორტის ზრდის გამო წმინდა ექსპორტმა ზრდა 0.6 პროცენტული პუნქტით შეამცირა. მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) კვარტალთან შედარებით მხოლოდ 0.02%-ით შემცირდა.


კერძო მოხმარება ფასების ზრდისა და ძლიერი წვიმების გამო 0.3%-ით შემცირდა. ხელოვნური ინტელექტისა (AI) და შრომის დაზოგვის პროექტებზე კაპიტალური ხარჯები 1.6%-ით გაიზარდა. Reuters-ის ცნობით, Capital Economics-ი ვარაუდობს, რომ იაპონიის ბანკი მონაცემებს არ გაითვალისწინებს.


იაპონიის ბანკი იგივე გამოცდის წინაშე აღმოჩნდა ერთი წლის წინ, როდესაც ეკონომიკა ამ კვარტალშიც შემცირდა. გასული წლის დეკემბრის საპროცენტო განაკვეთი მან 0.75%-მდე მაინც გაზარდა. 


იაპონიაში მოხმარებული ნავთობის თითქმის სრულ მოცულობას იმპორტიდან იღებს. ირანში მიმდინარე ომის გამო კი ნავთობის ტრანსპორტირების მთავარი მარშრუტი, ჰორმუზის სრუტე ფაქტობრივად ბლოკირებულია, რამაც ნავთობი მკვეთრად გააძვირა.