უფროსი და წამყვანი მასწავლებლები გამოცდას ერთი ტესტით ჩააბარებენ. საგამოცდო ტესტის მაქსიმალური ქულაა 70, - ამის შესახებ ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, იგი ეყრდნობა მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტს, რომელშიც წამყვანი და მენტორი მასწავლებლებისათვის განსაზღვრულია დამატებითი მოთხოვნები და კომპეტენციები (საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ბრძანება №67/ნ 2020 წლის 30 ივნისი ქ. თბილისი, თავი IV).
„ტესტის მოკლე აღწერა: უფროსი და წამყვანი მასწავლებლები გამოცდას ერთი ტესტით ჩააბარებენ. საგამოცდო ტესტის მაქსიმალური ქულაა 70.
წამყვანი და მენტორი მასწავლებლებლობის მსურველთათვის განისაზღვრა მინიმალური კომპეტენციის ზღვრები: წამყვანობის მსურველმა უნდა დააგროვოს ტესტის მაქსიმალური ქულის 60%-ზე მეტი, ანუ 43 ქულა;
მენტორობის მსურველმა უნდა დააგროვოს ტესტის მაქსიმალური ქულის 75 % -ზე მეტი, 53 ქულა.
საგამოცდო ტესტში სულ 32 სხვადასხვა ტიპის დავალებაა გამოყენებული, მათგან: 22 არჩევით პასუხებიანი დავალებაა; 2 - შესაბამისობის დავალება; 8 - ღია დავალებები; ფუნქციური/ანალიტიკური წერა. გამოცდის ხანგრძლივობაა 4 საათი. საგამოცდო პროგრამა და ტესტურ დავალებათა ნიმუშები შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.