ილია დარჩიაშვილმა პოლონელ კოლეგა ზბიგნევ რაუსთან სატელეფონო საუბარი გამართა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა სატელეფონო საუბარი გამართა პოლონელ კოლეგა ზბიგნევ რაუსთან. ამის შესახებ საგარეო უწყების ხელმძღვანელი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, საუბრის თემა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის დღის წესრიგი და უსაფრთხოების საკითხები იყო.

„გავმართე სატელეფონო საუბარი პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ზბიგნევ რაუსთან. ვისაუბრეთ საქართველოს ევროპულ ასპირაციებსა და ამ გზაზე გადასადგმელ სამომავლო ნაბიჯებზე. ასევე განვიხილეთ ორმხრივი ურთიერთობები, რეგიონის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები და პოლონეთის თავმჯდომარეობა ეუთოში“, - წერს დარჩიაშვილი Twitter-ის პირად გვერდზე.