ბულგარეთი, აზერბაიჯანიდან გაზს ივლისიდან მიიღებს

ბულგარეთი აზერბაიჯანიდან გაზის სრულად მიღებას 1-ელი ივლისიდან შეძლებს. ამის შესახებ ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა კირილ პეტკოვმა პარასკევს პარლამენტში გამართულ მოსმენაზე განაცხადა, იუწყება Trend TASS-ზე დაყრდნობით.

„აზერბაიჯანიდან გაზის სრულად მიღება შეგვიძლია 1-ელი ივლისიდან, ეს მიწოდება არ არის დამოკიდებული საბერძნეთთან სისტემათაშორისი გაზსადენის მშენებლობის დასრულებაზე“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

პეტკოვმა ასევე განაცხადა, რომ ივნისში გაფორმდა ხელშეკრულება შეერთებული შტატებიდან ორი ტანკერისთვის თხევადი გაზის მიწოდების შესახებ და გემების გადმოტვირთვის ადგილი იყო დაცული. „ამერიკული გაზი ასევე მიეწოდება ბულგარეთს, ყველაფერი შეთანხმებულია“, - დასძინა მან.

„გაზპრომმა“ პოლონეთსა და ბულგარეთს 27 აპრილიდან გაზის მიწოდების შეწყვიტის შესახებ აცნობა.

1-ელი აპრილიდან რუსეთის ხელისუფლება „არამეგობრული ქვეყნებისგან“ რუსული რუბლით გაზის მიწოდების ანგარიშსწორებას ითხოვს. ამისთვის უცხოელმა მყიდველებმა უნდა გახსნას ანგარიში „გაზპრომბანკში“. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუბლით გადახდაზე უარის თქმის შემთხვევაში „არსებული კონტრაქტები შეწყდება“.

ასევე წაიკითხეთ: