1-ელი ოქტომბრიდან თბილისის, ქუთაისის, რუსთავისა და ზუგდიდის სკოლების I-დან VI კლასის ჩათვლით მოსწავლეები სწავლას საკლასო ოთახებიდან გააგრძელებენ, დანარჩენი კლასის მოსწავლეები კი ონლაინ რეჟიმში.
შესაბამისი გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.
„ყველგან, სადაც დღეს დისტანციურად მიმდინარეობს სწავლა, გარდა აჭარის რეგიონიდან, პირველი ოქტომბრიდან, პირველიდან მე-6 კლასის ჩათვლით მოსწავლეები ფიზიკურად საკლასო ოთახებში დაიწყებენ სწავლას. ეს ეხება თბილისს, ქუთაისს რუსთავს და ზუგდიდს. რაც შეეხება ფოთს და გორს, პირველი ოქტომბრიდან სწავლა სკოლებში გაგრძელდება ყველა კლასში“, - განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა.
იქ, სადაც დისტანციურად არის სწავლა დისტანციურად მიმდინარეობს, მშობლებს ექნებათ არჩევანის საშუალება, თავად აირჩიონ დისტანციურად გააგრძელებენ თუ საკლასო ოთახებში გადავლენ.