2022 წელს საქართველოში 52 აივ ინფიცირებული პაციენტი გარდაიცვალა

2022 წელს საქართველოში 52 აივ ინფიცირებული პაციენტი გარდაიცვალა, - ამის შესახებ ინფორმაციას ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრი ავრცელებს.

„15 მაისის მონაცემებით არვ მკურნალობას იტარებს 5785 პაციენტი, მათ შორის 43 – ბავშვია.

სულ რეგისტრირებული შემთხვევების განაწილება გადაცემის გზების მიხედვით: 34.4% - ნარკოტიკების ინექციური მომხმარებელია; 50.7% - დაინფიცირდა ჰეტეროსექსუალური კონტაქტის შედეგად; 12.7 % - მამაკაცები რომელთაც სექსი აქვთ მამაკაცთან; 1.2% - დაინფიცირდა ვერტიკალური გადაცემის გზით; 0.4 % - სისხლის რეციპიენტია; 0.6 % - გადაცემის გზა დაუდგენელია;

აივ ინფიცირების შემთხვების რეგიონული განაწილება: თბილისში (3515 შემთხვევა, მათგან 91 უცხოეთის მოქალაქეა 2 დაუდგენელი); სამეგრელოში 1235; იმერეთში 1119; აჭარაში 1079; აფხაზეთში (541); კახეთში (465); ქვემო ქართლში (549); შიდა ქართლში (357); გურიაში (200); სამცხე-ჯავახეთში (131) და ა.შ.

2022 წლის 15 მაისის მონაცემებით გამოვლენილია – 187 ახალი შემთხვევა. შარშან შესაბამის პერიოდში რეგისტრირებული იყო – 191 ახალი შემთხვევა.

გამოვლენილ ახალ შემთხვევა განაწილება გადაცემის გზების მიხედვით ასეთია:

სულ საქართველოში გამოვლენილია 123 აივ ინფიცირებული ბავშვი. მათ შორის 72 – ვაჟი, 51 – გოგონა. 32 გარდაიცვალა. სამმა დატოვა ქვეყანა. 2022 წელს (15.05-ის მონაცემებით) გამოვლინდა 2 შემთხვევა. ბავშვთა შორის შემთხვევების განაწილება ინფიცირების გზების მიხედვით ასეთია: ვერტიკალური (დედისგან) გადაცემით დაინფიცირდა 115 ბავშვი (მათგან 1 – ძუძუთი კვებით); სისხლის რეციპიენტია – 5; დაუდგენელია – 3 შემთხვევა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.