მოდის დიზაინერი პიერ კარდინი 98 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას lefigaro.fr ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, პიერ კარდენი პარიზის დასავლეთით, ნეილის ამერიკულ საავადმყოფოში გარდაიცვალა.
ცნობისთვის, პიერ კარდენი იტალიაში დაიბადა. 2 წლის ასაკში ის ოჯახთან ერთად საცხოვრებლად საფრანგეთში გადავიდა.
1940-იან წლებში ის ჟანა პაკენის, ელზა სკიაპარელისა და კრისტიანის დიორის მოდის სახლებში მუშაობდა.
1950 წელს კარდენმა საკუტარი მოდის სახლი შექმნა.