გაგლოევის განცხადებით, ბიბილოვმა რუსეთთან შეერთების საკითხზე ე.წ. რეფერენდუმის თარიღი არ შეუთანხმა

„სამხრეთ ოსეთის“  ახლად არჩეული მარიონეტი პრეზიდენტი ალან გაგლოევი აცხადებს, რომ რუსეთთან შეერთების შესახებ, ის რეფერენდუმის ჩატარებას ეთანხმება, თუმცა დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა რეფერენდუმის თარიღი არ შეუთანხმა.

ალან გაგლოევმა ადგილობრივ გამოცემას განუცახდა, რომ  რომ გაუგებარია, როგორ შეიძლებოდა, არ შეთანხმებულიყო რეფერენდუმის თარიღი მასთან, "რადგან ბიბილოვმა იცოდა, რომ მას უნდა გაეტარებინა რეფერენდუმისთვის რიგი ღონისძიებები, მით უმეტეს, საკადრო ცვლილებების პერიოდში. ფიქრობდა ანატოლი ბიბილოვი ასეთ ვითარებაში რეფერენდუმის მომზადების ხარისხსა და მის შედეგებზე?" – თქვა გაგლოევმა.

ამასთან, „სამხრეთ ოსეთის“  ახლად არჩეულმა მარიონეტმა პრეზიდენტმა ადგილობრივ გამოცემასთან გამოთქვა ეჭვი, რომ ბიბილოვის განკარგულება კითხვებს აჩენს, „იყო თუ არა ეს გადაწყვეტილება კოორდინირებულად მიღებული რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლებთან“.


„სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა რუსეთთან შეერთების საკითხზე რეფერენდუმი 17 ივლისს დანიშნა და შესაბამის განკარგულებას მოაწერა ხელი.

2022 წლის მაისში, ე.წ. არჩევნებში გამარჯვებული პრეზიდენტის ალან გაგლოევის ინაუგურაცია 21 მაისის შემდეგ გაიმართება. მანამდე მან განაცხადა, რომ „როგორც კი დრო მოვა, სამხრეთ ოსეთი მზად იქნება რეფერენდუმის ჩასატარებლად რუსეთის ფედერაციაში გაწევრიანების შესახებ“.


2008 წლის აგვისტოში, რუსეთის არმიის საქართველოში შემოჭრის და რეგიონის ოკუპაციის შემდეგ კრემლმა, 26 აგვისტოს დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ე.წ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა აღიარა. 

ასევე წაიკითხეთ