ხორვატიაში 6.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

მიწისძვრის ეპიცენტრი ხორვატიის დედაქალაქ ზაგრების სიახლოვეს, პეტრინიას დასახლებასთან, 10 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა.

მიწისქვეშა ბიძგები მთელი ხორვატიის ტერიტორიაზე იგრძნობოდა. დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.