იტალიამ ტურინში ევროვიზიის სიმღერის კონკურსის ნახევარფინალისა და ფინალის დროს, პრორუსული ჯგუფების ჰაკერული თავდასხმები აღკვეთა. ამის შესახებ Reuters-ი ოფიციალურ განცხადებაზე დაყრდნობით იტყობინება.
„კენჭისყრისა და წარმოდგენების დროს, პოლიციის კიბერუსაფრთხოების დეპარტამენტმა ქსელის ინფრასტრუქტურაზე რამდენიმე კიბერშეტევა დაბლოკა“, - განაცხადა უწყებამ Reuters-ის ცნობით.
11 მაისს, Killnet-მა ასევე განაცხადა, რომ თავდასხმა განხორციელდა რამდენიმე იტალიური ინსტიტუტის ვებგვერდზე, მათ შორის იტალიის პარლამენტის ზედა პალატის და ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის (ISS) რესურსზე.
უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, დასავლეთის მთავრობებმა IT სისტემებსა და ინფრასტრუქტურაზე შესაძლო კიბერშეტევების გამო, განგაშის დონე გაზარდეს.