როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

დღეს საქართველოს უმეტეს რეგიონში წვიმიანი დღეა მოსალოდნელი. თბილისში სინოპტიკოსები წვიმიან ამინდს პროგნოზირებენ. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +11 გრადუსია მოსალოდნელი. მოსალოდნელია ქარი.
 

წვიმიანი დღე იქნება ფოთში. დღისით +16 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +11 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდშიც წვიმიანი დღეა. დღისით ტემპერატურა +19 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +9 გრადუსია ნავარაუდევი. +18 გრადუსია მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში იწვიმებს. დღისით +12 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს ამბროლაურშიც. ჰაერი დღისით +14 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება.

ჭიათურაშიც იწვიმებს. დღისით +16 გრადუსი იქნება, ღამით კი +9 გრადუსი. ახალციხეში წვიმაა მოსალოდნელი. დღისით ჰაერი +19 გრადუსამდე გათბება, ღამე კი ჰაერის ტემპერატურა +2 გრადუსამდე დაიწევს.

იწვიმებს ბორჯომშიც, სადაც დღისით +19, ღამის განმავლობაში კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექიან დღეს პროგნოზირებენ ბაკურიანშიც, სადაც დღისით +15 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი 0 გრადუსი დაფიქსირდება.

გორში ნალექიანი და ქარიანი ამინდია, სადაც +17 გრადუსი იქნება, ღამის განმავლობაში კი +7 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +16 გრადუსი იქნება, ღამით კი +6 გრადუსი. აქაც იწვიმებს.

გუდაურში წვიმაა მოსალოდნელი. დღისით +10 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +3 გრადუსი იქნება. ომალოში წვიმიანი ამინდი იქნება. დღისით +11, ღამით კი +1 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში წვიმიანი და ქარიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +21 გრადუსი იქნება, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. თელავშიც ნალექიანი დღეა ნავარაუდევი, დღისით +19 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +9 გრადუსია ნავარაუდევი.

გურჯაანშიც წვიმიანი დღეა მოსალოდნელი, დღისით +19 გრადუსი, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღშიც იწვიმებს. დღისით +19 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +11 გრადუსი იქნება.

რუსთავში წვიმიანი და ქარიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით +21 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება.