დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს, ამირან გამყრელიძეს კორონავირუსი დაუდასტურდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ამირან გამყრელიძე ასიმპტომურია და ამ ეტაპზე თავს კარგად გრძნობს.
გამყრელიძემ დაინფიცირების შესახებ თავადაც რამდენიმე წუთის წინ შეიტყო.