საქართველოს სპეციალური ოპერაციების ძალებმა სამხედრო სწავლებაში - „ტროას ნაკვალევი" მიიღეს მონაწილეობა. ამერიკის საელჩოს ცნობით, აშშ-ის სპეცოპერაციის ძალები აქტიურ წვრთნებს გადიან NATO-ს მოკავშირეებსა და ევროპელ პარტნიორებთან ერთად.
„ევროპაში ეს ერთობლივი, კომბინირებული სწავლება გააგრძელებს ჩვენს მოკავშირეებსა და პარტნიორებთან ურთიერთობის გამტკიცებას“, - იუწყება ამერიკის საელჩო.
„სპეციალური ოპერაციის ძალები კვლავაც საერთაშორისო თავდაცვის საყრდენია, სპეცოპერაციებისა და კონვენციურ ძალებს შორის მჭიდრო კოორდინაციას კი ძალთა გამრავლების ეფექტი აქვს." - განაცხადა გენერალ-მაიორმა დეივიდ თეიბერმა, აშშ-ის სპეციალური ოპერაციების ევროპული სარდლობის მეთაურმა.