დიდი ბრიტანეთის საელჩო: თავისუფალი მედიის გარეშე მოქალაქეები საკუთარი დემოკრატიული უფლებების განხორციელებას ვერ შეძლებენ

დიდი ბრიტანეთის საელჩო მთავარი არხის გენერალური დირექტორისთვის სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს ეხმაურება. საელჩოს განცხადებით, დიდი ბრიტანეთი გლობალური მედია თავისუფლების სადარაჯოზეა.

„იმედგაცრუებულები ვართ, მთავარი არხის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას დაპატიმრების გამო. ეს განსაკუთრებით საგულისხმოა, ბოლო ანგარიშის ჭრილში, რომელიც ორგანიზაციამ „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ გამოაქვეყნა და რომლის თანახმად, საერთაშორისო პრესის თავისუფლების ინდექსში, საქართველოს რეიტინგი მნიშვნელოვნად დაკლებულია. დიდი ბრიტანეთი გლობალური მედია თავისუფლების სადარაჯოზეა. თავისუფალი მედიის გარეშე, მოქალაქეები, პოლიტიკური სპექტრის რომელ მხარესაც არ უნდა იდგნენ ისინი, ვერ შეძლებენ საკუთარი დემოკრატიული უფლებების განხორციელებას“, - აღნიშნულია განცხადებაში.


ცნობისთვის, „მთავარი არხის“ დამფუძნებელს, ნიკა გვარამიას 3 წლით და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა.