თეგი: საელჩო

ეროვნული მუზეუმი „დაკარგულ ექსპონატებზე“ განცხადებას ავრცელებს

  ეროვნული გალერეიდან, რომელიც 2007 წელს შეუერთდა ეროვნულ მუზეუმს, 1992-2005 წლებში სხვადასხვა საელჩოში გატანილია 77 ექსპონატი, მათ შორის ყველაზე მეტი, დღევანდელი მონაცემით, ეროვნული გალერეის კოლქციებში უკვე დაბრუნებულია 552 ექსპონატი. ამ ინფორმაციას ეროვნული მუზეუმი ავრცელებს და განმარტავს, რომ ეროვნული მუზეუმის შემადგენლობაში შემავალი მუზეუმებიდან ექსპონატების დაკარგვის შესახებ ცნობები, სიმართლეს არ შეესაბამება.   „საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე გვსურს კიდევ ერთხელ განვმარტოთ, რომ ეროვნული მუზეუმის შექმნის დღიდან, ჩვენს გაერთიანებაში შემავალი მუზეუმებიდან, მათ შორის ხელოვნების მუზეუმიდან, არცერთი ექსპონატი არ დაკარგულა. ეროვნული მუზეუმის მიმართ დღეს ისმის უსაფუძვლო ბრალდება „დაკარგულ“ ექსპონატებთან დაკავშირებით. სინამდვილეში ექსპონატები სხვადასხვა მიზეზით გატანილია ეროვნული გალერეიდან 1950-იანი წლებიდან 2005 წლამდე, იმ დროს სანამ ეროვნული გალერეა საქართველოს ეროვნული მუზეუმის გაერთიანების ნაწილი გახდებოდა.   ეროვნული მუზეუმი დღემდე მუშაობს მუზეუმებიდან საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში, სახელმწიფო ორგანიზაციებსა და კერძო პირებზე გაცემული ექსპონატების მუზეუმებში დაბრუნების პროცესზე. ეროვნული მუზეუმის გუნდის მიერ ეროვნული გალერეის ფონდებს უკვე დაუბრუნდა დროებით გაცემული 552 ექსპონატი, ხელოვნების მუზეუმის ფერწერის ფონდს კი - 5“, - აღნიშნულია ეროვნული მუზეუმის განცხადებაში.   ცნობისთვის, ეროვნული გალერეა ეროვნულ მუზეუმს 2007 წელს შეუერთდა, თავად ეროვნული მუზეუმი კი 2004 წელს შეიქმნა. იხილეთ საელჩოებში გატანილი ნამუშევრების სია. ამავე თემაზე: თეა წულუკიანი: 2012 წლამდე საელჩოებისთვის გადაცემული 117 ექსპონატიდან, 53 სავარაუდოდ, დაკარგულია  

ნიდერლანდებმა უსაფრთხოების მიზნით, საელჩო კიევიდან ლვოვში დროებით გადაიტანა

ნიდერლანდებმა უსაფრთხოების მიზნით, უკრაინაში საელჩო კიევიდან ლვოვში დროებით გადაიტანა. ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრო იტყობინება. კერძოდ, ჰოლანდიის საელჩომ უსაფრთხოების მიზნით, მთელი თავისი ოპერაციები დედაქალაქ კიევიდან ლვოვში დროებით გადაიტანა. ჰოლანდიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ უკრაინაში შექმნილი სიტუაციით ძალიან შეშფოთებულია. მანამდე დასავლეთის არაერთმა ქვეყანამ, მათ შორის დიდმა ბრიტანეთმა და შეერთებულმა შტატებმა, თავიანთი დიპლომატები ლვოვში გადაიყვანეს. 18 თებერვალს, ნიდერლანდებმა უკრაინაში რუსეთის შეჭრის საფრთხის გამო, კიევისთვის სამხედრო აღჭურვილობის მიწოდება გადაწყვიტა.

აშშ-ის საელჩო ბელორუსში მუშაობას დროებით აჩერებს

ამერიკის შეერთებული შტატები ბელორუსში, აშშ-ის საელჩოში ოპერაციებს დროებით აჩერებს. რუსეთში აშშ-ის საელჩოს თანამშრომლების ნაწილს და მათი ოჯახის წევრებს კი, აშშ-ში დაბრუნების უფლებას რთავს. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა Reuters-ის ცნობით. ბლინკენის თქმით, აშშ-ის მთავრობის უპირველესი პრიორიტეტი მისი მოქალაქეების უსაფრთხოებაა. „ჩვენ ეს ნაბიჯები უსაფრთხოების საკითხების გამო გადავდგით, რაც გამოწვეულია უკრაინის წინააღმდეგ რუსული სამხედრო ძალების მიერ განხორციელებული არაპროვოცირებული და გაუმართლებელი თავდასხმით“, - განაცხადა ენტონი ბლინკენმა.  

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი დიპლომატების ნაწილის ლვოვში დროებით დაბრუნებას ადასტურებს

უკრაინაში აშშ-ის საელჩოს მისიის ხელმძღვანელის მოადგილე და საელჩოს გუნდის წევრები სამშაბათს ლვოვში გაემგზავრნენ, განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა ნედ პრაისმა. „დღევანდელი მოგზაურობა იყო პირველი ნაბიჯი, მომავალში რეგულარულ მოგზაურობამდე. ჩვენ ვაჩქარებთ მზადებას, კიევში საელჩოს ფუნქციონირების რაც შეიძლება მალე განახლებისთვის“, - განაცხადა ნედ პრაისმა. მისივე თქმით, სახელმწიფო დეპარტამენტი მუდმივად აფასებს უსაფრთხოების ვითარებას, რათა საელჩოების ოპერაციები რაც შეიძლება მალე განახლდეს.  

ომის დაწყების შემდეგ, აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი და დიპლომატების ჯგუფი კიევში, საელჩოში პირველად დაბრუნდნენ

ომის დაწყების შემდეგ, აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი კრისტიკა კვიენი და ამერიკელი დიპლომატების ჯგუფი კიევში, საელჩოში პირველად დაბრუნდნენ. CNN-ის ცნობით, აშშ-ის საელჩო უკრაინის დედაქალაქში თებერვლის შუა რიცხვებში დაიხურა, რადგან რუსეთის სამხედრო მოქმედებების გამო შეშფოთება გაიზარდა. ჯო ბაიდენმა უკრაინაში ელჩის თანამდებობაზე ბრიჯიტ ბრინკი წარადგინა აპრილის ბოლოს, კიევში ვიზიტის დროს, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ აშშ დიპლომატებს დააბრუნებდა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

კიევში გერმანიის საელჩომ მუშაობა განაახლა

კიევში გერმანიის საელჩომ მუშაობა განაახლა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია საელჩომ საკუთარ „ტვიტერის“ გვერდზე გამოაქვეყნა. „ჩვენ დავბრუნდით, გუშინ გერმანიის საელჩომ განაახლა კიევში მუშაობა. საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა გერმანიის დროშა აღმართა საელჩოს შენობის წინ“, – ნათქვამია განცხადებაში. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.   რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

რუმინეთის საელჩომ კიევში მუშაობა განაახლა

რიგი ქვეყნების დიპლომატიური წარმომადგენლობების შემდეგ, კიევში მუშაობა რუმინეთის საელჩომაც განაახლა. ამის შესახებ რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბოგდან აურესკუმ განაცხადა. „ძალიან მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ დღეიდან კიევში რუმინეთის საელჩომ განაახლა თავისი საქმიანობა. რუმინეთი სრულად დგას თავისი პარტნიორი უკრაინის გვერდით, მის მამაც ბრძოლაში თავისუფლებისთვის“, - განაცხადა აურესკუმ. კიევში სხვადასხვა ქვეყნის დიპლომატები ბრუნდებიან, მათ შორის აშშ-ის და დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლებიც არიან. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

დიდი ბრიტანეთის საელჩო: თავისუფალი მედიის გარეშე მოქალაქეები საკუთარი დემოკრატიული უფლებების განხორციელებას ვერ შეძლებენ

დიდი ბრიტანეთის საელჩო მთავარი არხის გენერალური დირექტორისთვის სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს ეხმაურება. საელჩოს განცხადებით, დიდი ბრიტანეთი გლობალური მედია თავისუფლების სადარაჯოზეა. „იმედგაცრუებულები ვართ, მთავარი არხის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას დაპატიმრების გამო. ეს განსაკუთრებით საგულისხმოა, ბოლო ანგარიშის ჭრილში, რომელიც ორგანიზაციამ „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ გამოაქვეყნა და რომლის თანახმად, საერთაშორისო პრესის თავისუფლების ინდექსში, საქართველოს რეიტინგი მნიშვნელოვნად დაკლებულია. დიდი ბრიტანეთი გლობალური მედია თავისუფლების სადარაჯოზეა. თავისუფალი მედიის გარეშე, მოქალაქეები, პოლიტიკური სპექტრის რომელ მხარესაც არ უნდა იდგნენ ისინი, ვერ შეძლებენ საკუთარი დემოკრატიული უფლებების განხორციელებას“, - აღნიშნულია განცხადებაში. ცნობისთვის, „მთავარი არხის“ დამფუძნებელს, ნიკა გვარამიას 3 წლით და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა.  

დანია საქართველოში საელჩოს გახსნის

დანიის სამეფო საქართველოში საელჩოს გახსნის. ამის შესახებ დანიის საგარეო მინისტრმა, იეპე კოფოდმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ, ილია დარჩიაშვილთან შეხვედრაზე განაცხადა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე მინისტრებმა  დადებითი შეფასება მისცეს დანიასა და საქართველოს ორმხრივ თანამშრომლობას, რომელმაც ბოლო წლებში განსაკუთრებული დინამიკა შეიძინა.  ამ მხრივ ხაზი გაესვა ურთიერთ - ვიზიტების გაცვლის მნიშვნელობას და კიდევ ერთხელ აღინიშნა მიმდინარე წლის მარტში საქართველოში დანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი. ასევე ხაზი გაესვა საქართველოს და ზოგადად ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოს მიმართ დანიის მხრიდან გამოჩენილ მზარდ ინტერესს და მახრდაჭერას, რაც სათანადოდაა ასახული დანიის საგარეო პოლიტიკის სტრატეგიულ დოკუმენტებში. მინისტრები შეთანხმდნენ აქტიურ კავშირებზე ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი განვითარებისთვის.

WSJ: აშშ კიევში საკუთარი საელჩოს დასაცავად სპეციალური ოპერაციის ძალების გაგზავნას განიხილავს

The Wall Street Journal-ის ცნობით, ამერიკელი დიპლომატები და პენტაგონი განიხილავენ კიევში აშშ-ის საელჩოს დასაცავად სპეციალური ოპერაციის ძალების გაგზავნას. სენატმა უკრაინაში ამერიკის ელჩად ბრიჯიტ ბრინკი დაამტკიცა ენტონი ბლინკენი: ბრიჯიტ ბრინკის გამოცდილება უზარმაზარი შენაძენია აშშ-უკრაინის ურთიერთობებისთვის წყაროების თქმით, განხილული წინადადებები აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენისთვის ჯერ არ წარუდგენიათ. თუ პრეზიდენტი წინადადებას დაამტკიცებს, ამერიკელი სამხედროების ჯგუფი კიევში გაიგზავნება მხოლოდ დიპლომატიური მისიის შენობის დასაცავად, რომელიც მდებარეობს რუსული რაკეტების წვდომის ზონაში. ამავდროულად, ბაიდენი დაარღვევს თავის ადრინდელ დაპირებას, რომ უკრაინაში არც ერთი ამერიკელი სამხედრო არ გაიგზავნება. WSJ-ის შეფასებით, აშშ-ის ადმინისტრაციას სურს საელჩოში ჰყავდეს საკმარისი ძალები, რათა მოაწყოს თანამშრომლების ევაკუაცია, თუ კიევში საომარი მოქმედებები კვლავ დაიწყება. რუსული ჯარები განაგრძობენ პერიოდულ საჰაერო თავდასხმებს კიევზე, ​​მაგრამ ქალაქში ცხოვრება ნელ-ნელა ნორმალურად უბრუნდება. ამჟამად აშშ-ის საელჩოს დაცვას დიპლომატიური უსაფრთხოების სამსახურის დაცვის კორპუსი უზრუნველყოფს. პენტაგონსა და სახელმწიფო დეპარტამენტში კიევში სპეცრაზმის გაგზავნის წინასწარი დაგეგმვა მიმდინარეობს. გარდა ამისა, განიხილება სამხედრო-საზღვაო ძალების წარმომადგენლების გაგზავნა, რომელთაც შეერთებული შტატები იყენებს თავისი დიპლომატიური მისიების დასაცავად მთელ მსოფლიოში.

უკრაინიდან საქართველოს საელჩოს თანამშრომლების ევაკუაცია არ იგეგმება თბილისი კიევიდან საქართველოს საელჩოს თანამშრომლების ევაკუაციას არ გეგმავს. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა. „ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. მე ჩემს უკრაინელ კოლეგასთან ბოლო სატელეფონო საუბრის დროს ამ თემაზე საუბარი მქონდა და დავარწმუნე, რომ ჩვენ ჩვენი თანამშრომლების ევაკუაციას არ ვაპირებთ, საელჩო ძალიან აქტიურად მუშაობს. ისინი მუდმივ კომუნიკაციის რეჟიმზე არიან ჩვენს უკრაინელ ძმებთან, ჩვენს უკრაინელ კოლეგებთან, როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში, ისე ყველა სტრუქტურაში, რადგანაც მნიშვნელოვანია, რომ საელჩომ გამართულად იფუნქციონიროს და სრულფასოვნად იყოს წარმოდგენილი სწორედ ასეთ კრიტიკულ სიტუაციაში. ვფიქრობ, რომ საჭიროა ამ მხარდაჭერის დემონსტრირება და ჩვენი უკრაინელი კოლეგების მხრიდან ძალიან პოზიტიურად იყო აღქმული. მინისტრმა ძალიან დიდი მადლობა გადამიხადა იმისთვის, რომ ჩვენ საელჩოს ვინარჩუნებთ და არ ვახდენთ მათ ევაკუაციას ამ მეტად მძიმე დროს ჩვენი უკრაინელი კოლეგებისთვის“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ყირგიზეთი, რუსეთ-უკრაინის ომში მონაწილეობისთვის საკუთარ მოქალაქეებს, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას დააკისრებს

რუსეთის ფედერაციაში ყირგიზეთის საელჩომ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ რუსეთ-უკრაინის ომში მონაწილეობისთვის საკუთარ მოქალაქეებს, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას დააკისრებს.  მანამდე, რუსეთის სახელმწიფო დუმამ მიიღო კანონი, რომლის თანახმადაც რუსეთის მოქალაქეობას გამარტივებულად მიღებენ ის შრომითი მიგრანტები, რომლებიც რუსეთ-უკრაინის ომში რუსეთის მხარეს იბრძოლებენ.  საელჩოში აცხადებენ, რომ თუ ყირგიზეთის მოქალაქე მიიღებს მონაწილეობას რუსეთ-უკრაინის ომში, მაშინ სამშობლოში მას ბრალს, როგორც სხვის ომში დაქირავებულ მებრძოლს წაუყენებენ, რაც 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „თუ ყირგიზეთის მოქალაქეს რუსეთში შესთავაზებენ ომში წასვლას, მან დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს საელჩოს“, - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში. ყირგიზეთის ხელისუფლების მონაცემებით, 2022 წელს რუსეთში სამუშაოდ თითქმის 225 000 ადამიანი დარჩა. გუშინ მოსკოვის მერმა პირობა დადო, რომ სახაროვოს ცენტრში, სადაც არალეგალურ მიგრანტებს დეპორტაციამდე აკავებენ, საომარი რეკრუტირების ცენტრი გაიხსნება. დღეს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ნაწილობრვი მობილიზაცია გამოაცხადა.  რუსეთის თავდაცვის მინისტრის ცნობით, მობილიზაცია 300 000 რეზერვისტს შეეხება.   

პოლონეთმა რუსეთის საელჩოს, ვარშავის მახლობლად დასასვენებელი ცენტრი ჩამოართვა

ვარშავის მახლობლად მდებარე კურორტი „სკუბიანკა“, პოლონეთის ტყის დაცვის სამსახურის კონროლის ქვეშ გადავიდა. კურორტს 1980 წლიდან, საბჭოთა და შემდეგ რუსეთის საელჩოები ქირაობდნენ. ხელშეკრულება რუსეთის საელჩოსთან, უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ დაირღვა. European Pravda-ს ცნობით, ამის შესახებ ოთხშაბათს პოლონეთის კლიმატისა და გარემოს დაცვის სამინისტრომ განაცხადა. „ტყის დაცვამ დღეს ჩამოართვა და დააყადაღა ის ქონება, რომელიც დაიქირავა რუსეთის საელჩომ. სანატორიუმი, რომელიც მდებარეობს ზეგრზეს სატყეო მეურნეობაში, სკუბიანკას ფარგლებში, საბჭოთა საელჩომ  ჯერ კიდევ 1980-იან წლებში იქირავა“, - აცხადებენ სამინისტროში Twitter-ზე. პოლონეთის კლიმატისა და გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილემ ედვარდ სიარკამ განაცხადა, რომ აპრილის შუა რიცხვებში სახელმწიფო სატყეო სააგენტომ რუსეთის საელჩოსთან ხელშეკრულება შეწყვიტა, რადგან საელჩომ კურორტის იჯარის ქირა 12 ათასი ზლოტი არ გადაიხადა.  

აშშ საქართველოში, კიბერდანაშაულთან ბრძოლის ერთწლიან კურსს იწყებს

აშშ-ის საელჩო საქართველოში კიბერდანაშაულთან ბრძოლის ერთწლიან კურსს იწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის საელჩო ავრცელებს.  „ვიწყებთ ერთწლიან კურსს კიბერდანაშაულთან ბრძოლაში საქართველოს დასახმარებლად. სწავლებაში ჩართულები არიან ქართველი კიბერუსაფრთხოების ექსპერტები, გამომძიებლები და პროკურორები, რომლებიც კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ სერტიფიცირებული სასამართლო ექსპერტები გახდებიან. სწავლებას უძღვება აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის კიბერუსაფრთხოების ლაბორატორიის ხელმძღვანელი ოვი კეროლი“, - ნათქვამია აშშ-ის საელჩოს ინფორმაციაში.   

რუსული მედია: ბელორუსმა შესაძლოა, ოკუპირებულ აფხაზეთში „საელჩო“ გახსნას

თუ ბელორუსსა და რომელიმე ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა წელიწადში $50 მილიონს აჭარბებს, მაშინ იქ „საელჩო“ იხსნება. რუსულ მედიასთან ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია ბელორუსის პრეზიდენტის ალექსანდრ ლუკაშენკოს სიტყვებს ციტირებს. მედიის ცნობით, ალექსანდრ ლუკაშენკო რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა „ბელორუსი ახორციელებს დიდ პროექტს ოჩამჩირის რეგიონში, რომელის ღირებულებაც $50 მილიონზე მეტია“, - განაცხადა ბჟანიამ.  მისივე თქმით, ლუკაშენკო მზადაა უზრუნველყოს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის მიწოდების მხარდაჭერა, მათ შორის ლიზინგის სახით. ალექსანდრ ლუკაშენკო ასლან ბჟანიას: რუსეთი მზადაა, მხარში ამოგიდგეთ. მეგობრებთან ურთიერთობები უნდა გავამყაროთ ამასთან, ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რუსეთთან დაახლოების ვექტორი ურყევია. „აფხაზეთი რჩება მნიშვნელოვან მოთამაშედ კავკასიის რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების განმტკიცების პროცესში, ჩვენ ბუნებრივი მოკავშირეები ვართ და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ მოკავშირე აფხაზურ-რუსული ურთიერთობები კიდევ უფრო შევავსოთ ორი ქვეყნის ხალხებისთვის სასარგებლო შინაარსით“, - განაცხადა ბჟანიამ.  

მადრიდში უკრაინის საელჩოსთან აფეთქება მოხდა

მადრიდში, უკრაინის საელჩოსთან აფეთქების შედეგად ერთი თანამშრომელი მსუბუქად დაშავდა. Reuters-ი ესპანეთის პოლიციაზე დაყრდნობით იუწყება, რომ დაზარალებული საავადმყოფოში გადაიყვანეს. სააგენტოს ცნობით, აფეთქება საელჩოსთან მოხდა. ამავდროულად, La Vanguardia-ს ადგილობრივი გამოცემა იუწყება, რომ აფეთქება თავად დიპლომატიურ მისიაში მოხდა. მედიის ცნობით, ასაფეთქებელი მოწყობილობა საელჩოში გაგზავნილ კონვერტში იყო.  სააგენტო Efe-ს წყაროები აცხადებენ, რომ წერილი ელჩის სახელზე იყო, თუმცა ის დიპლომატიური წარმომადგენლობის ტერიტორიაზე, ერთ-ერთმა თანამშრომელმა გახსნა. მადრიდის პოლიციამ, ადგილობრივი დროით 13:00 საათზე, უკრაინის საელჩოში ხანძრის შესახებ შეტყობინება მიიღო. საელჩოს ტერიტორია შემოსაზღვრული იყო. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცველები. საელჩოსა და უკრაინის ხელისუფლებას მომხდართან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.  

მადრიდში უკრაინის საელჩოში აფეთქების დეტალები ცნობილია

უკრაინის ელჩმა ესპანეთში სერჰი პოგორელცევმა, თავის დიპლომატიურ მისიაში მომხდარი ინციდენტის დეტალები მედიასთან გაასაჯაროვა. მადრიდში უკრაინის საელჩოსთან აფეთქება მოხდა უკრაინული მედიისთვის მიცემულ კომენტარში, პოგორელცევმა თქვა, საელჩოს ტერიტორიაზე ამანათი აფეთქდა, რომელიც დიდი პაკეტში იყო მოთავსებული და ელჩისთვის იყო განკუთვნილი.  პოგორელცევის თქმით, პაკეტი არ ჰგავდა დიპლომატიურ გზავნილს, რადგან მასზე არ იყო მითითებული დაბრუნების მისამართი და ეჭვი სწორედ ამან გააჩინა საელჩოს მდივნებს შორის, რომლებმაც ეს პაკეტი კომენდანტს გადასცეს, რომელმაც ამანათი საელჩოს ეზოში გახსნა.  „მიუხედავად იმისა, რომ საელჩოს კომენდანტს ყუთი ხელში აღარ ეჭირა, აფეთქებამ ხელები დაუზიანა და ამბობს, რომ კონტუზია მიიღო“, - დასძინა ელჩმა.  

ირანში აზერბაიჯანის საელჩოზე თავდასხმა მოხდა

თეირანში აზერბაიჯანის საელჩოზე შეიარაღებული თავდასხმა განხორციელდა. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, კალაშნიკოვის ავტომატით შეიარაღებულმა თავდამსხმელმა უსაფრთხოების განყოფილება გაარღვია და საელჩოს დაცვის სამსახურის უფროსი მოკლა. დიპლომატიური მისიის კიდევ ორი ​​თანამშრომელი დაშავდა, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს. იმავდროულად, თეირანის პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, ბრიგადის გენერალმა სარდარ ჰოსეინ რაჰიმმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანის საელჩოზე თავდამსხმელი დააკავეს. მისი ვინაობა არ გახმაურებულა. მისივე თქმით, თავდამსხმელი საელჩოში ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად შეიჭრა. გამოძიების წინასწარი ვერსიით, მისი მოტივი „პირადი და ოჯახური პრობლემები" იყო.  

ილჰამ ალიევი თეირანში საელჩოზე თავდასხმას, ტერორისტულ აქტს უწოდებს

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა თეირანში აზერბაიჯანის საელჩოზე შეიარაღებული თავდასხმა დაგმო და ტერაქტად შეაფასა. ირანში აზერბაიჯანის საელჩოზე თავდასხმა მოხდა „მტკიცედ ვგმობ ტერაქტს თეირანში აზერბაიჯანის საელჩოზე. მწუხარებას გამოვთქვამ უშიშროების სამსახურის თანამშრომლის, უფროსი ლეიტენანტი ასკეროვ ორხან რიზვან ოღლუს გარდაცვალებასთან დაკავშირებით, რომელიც საელჩოსა და პერსონალის უსაფრთხოების უზრუნველყოფის დროს დაიღუპა“, - წერს ალიევი Twitter-ზე. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ასევე, „ტერორისტული თავდასხმის სწრაფი გამოძიება და დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემა" მოითხოვა. „მიუღებელია ტერორისტული თავდასხმები დიპლომატიურ წარმომადგენლობებზე!" - აღნიშნა ალიევმა. შეგახსენებთ, რომ თეირანში აზერბაიჯანის საელჩოზე შეიარაღებული თავდასხმას დიპლომატიური წარმომადგენლობის ერთი თანამშრომლი ემსხვერპლა.   

ისრაელში საყოველთაო გაფიცვის გამო, მსოფლიოს მასშტაბით, მათ შორის საქართველოში, საელჩოები და საკონსულოები დაიხურა

ისრაელში საყოველთაო გაფიცვის გამო, მსოფლიოს მასშტაბით, საელჩოები და საკონსულოები დაიხურა. მედიის ინფორმაციით, ისრაელელი დიპლომატები საყოველთაო გაფიცვას შეუერთდნენ. მისი მიზანია, აიძულონ ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ შეაჩეროს სასამართლო სისტემის რეფორმა. ისრაელში პროფკავშირების მიერ საყოველთაო გაფიცვის შესახებ განცხადების გავრცელების შემდეგ, საქართველოში ისრაელის საელჩოც დაიხურა, რაც ძალაშია შემდგომ განცხადებამდე. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ისრაელის საელჩო Facebook-ზე ავრცელებს. შეჩერებულია საკონსულო მომსახურებაც. თუმცა ცხელი ხაზი (+995 32 2556500), გადაუდებელი შემთხვევებისთვის მუშაობას განაგრძობს. ამავე თემაზე წაიკითხეთ: ისრაელის მედიის ცნობით, მთავრობა შეაჩერებს სასამართლო რეფორმას, რომელმაც მასობრივი პროტესტი გამოიწვია  

რუმინეთმა რუსეთის საელჩოს თანამშრომელთა რაოდენობა შეზღუდა

ბუქარესტში რუსეთის საელჩოს 40-მდე დიპლომატმა და თანამშრომელმა რუმინეთი პირველ ივლისს, გვიან დატოვა, რადგან რუმინეთის მთავრობამ მოსკოვს, ქვეყანაში თავისი წარმომადგენლობის შემცირების ბრძანებით 8 ივნისს მიმართა. რუმინეთის საგარეო უწყება განმარტავს, რომ რუსეთის დიპლომატიური მისიის შემცირება ბუქარესტში, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომის კონტექსტში ორმხრივი ურთიერთობების ამჟამინდელ დონეს აჩვენებს.  ბრძანების ფარგლებში, მოსკოვი იძულებული იყო, გაეუქმებინა 51 პოზიცია, თუმცა რამდენიმე უკვე ვაკანტური იყო - საბოლოო ჯამში, ქვეყნის დატოვება 40 პირს, მათგან 11 დიპლომატს მოუწია. 2022 წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ რუსეთის წარმომადგენლობები ევროკავშირისა და NATO-ს რიგმა ქვეყნებმა შეზღუდეს.  

რეიკიავიკმა რუსეთის საგარეო უწყებას ოფიციალურად აცნობა, რომ პირველი აგვისტოდან ისლანდია რუსეთში საელჩოს ხურავს

ისლანდიის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურად აცნობა, რომ პირველი აგვისტოდან მოსკოვში საელჩო მუშაობას აჩერებს. რუსული მედიის ინფორმაციით, საქმეთა დროებითი რწმუნებული რეიკიავიკიდან განაგრძობს მოვალეობის შესრულებას. მედიაში 9 ივნისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ისლანდია მოსკოვში საელჩოს ხურავს. ისლანდიამ ასევე მოსთხოვა რუსეთის ფედერაციას, „შეამციროს რეიკიავიკში საქმიანობის მასშტაბები“ და შეამციროს დიპლომატიური მისიის სტატუსი. ამასთან, ისლანდიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განმარტა, რომ ეს არ ნიშნავს დიპლომატიური ურთიერთობების შეწყვეტას. ისლანდია იმუშავებს საელჩოს ხელახლა გახსნაზე. „მოცემულ მომენტში ისტორიულ მინიმუმამდე შემცირდა ჩვენი სავაჭრო, კულტურული და პოლიტიკური კავშირები რუსეთთან. ამიტომ საელჩოს მუშაობის გაგრძელება გაუმართლებელია," ნათქვამი იყო ისლანდიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. როგორც ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ტორდის გილფადოტირი აღნიშნავდა, 1944 წელს დამოუკიდებლობის მოპოვების დროიდან, ისლანდია რუსეთთან ურთიერთხელსაყრელ კავშირებს ინარჩუნებდა. მინისტრმა გამოთქვა იმედი, რომ ოდესმე პირობები რუსეთს და ისლანდიას საშუალებას მისცემს, განაახლონ ნორმალური და ნაყოფიერი ურთიერთობა. „მაგრამ ეს კრემლის გადაწყვეტილებებზეა დამოკიდებული", - განმარტა გილფადოტირმა. რუსეთში ისლანდიის საელჩო 1944 წლიდან (გარდა 1951-1953 წლებისა) ფუნქციონირებს.  

ზაგრებში საქართველოს საელჩო ოფიციალურად გაიხსნება

ხორვატიაში, ზაგრებში საქართველოს საელჩო ოფიციალურად გაიხსნება. აქამდე საქართველოს საელჩო რეზიდენციით ბუდაპეშტში ფუნქციონირებდა. „საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი ხორვატიაში არის პირველი უმაღლესი დონის ვიზიტი ჩვენი ქვეყნების ურთოერთობების ისტორიაში. ეს თავისთავად არის ახალი ეტაპის დასაწყისია ჩვენს ურთიერთობებში. ირაკლი ღარიბაშვილი ოფიციალური ვიზიტით ხორვატიის რესპუბლიკაში გაემგზავრა ხორვატია და საქართველო ერთმანეთის მსგავსი არიან როგორც ტერიტორიული სიდიდით, ასევე მოსახლეობის რაოდენობით და უახლესი ისტორიული წარსულით. ამიტომ, მათი გამოცდილების გაზიარება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ხორვატია აქტიური მხარდამჭერია საქართველოს ევროკავშირის გზაზე და ამიტომ, ამ ვიზიტს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. ჩვენ რამდენიმე თვის წინ შევქმენით საელჩო, ლოკაციით ზაგრებში. აქამდე ის ბუდაპეშტიდან იფარებოდა და ვგეგმავთ ამ ვიზიტის დროს საელჩოს ოფიციალურ გახსნას, რომელშიც საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად მონაწილეობას მიიღებს ხორვატიის პრემიერ-მინისტრი, ასევე ხორვატიის და საქართველოს პრემიერ-მინისტრები, რაც მიანიშნებს იმ მჭიდრო და აქტიურ ურთიერთობებზე, რომელიც ჩვენს ქვეყნებს შორის არსებობს,” - განაცხადა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ხორვატიის რესპუბლიკაში, ზაზა გოგსაძემ მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით.  

ხორვატიაში საქართველოს საელჩო გაიხსნა

ზაგრებში საქართველოს საელჩოს გახსნის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. საელჩოს გახსნის ღონისძიებაზე ანსამბლმა "ჰერიომ" საქართველოსა და ხორვატიის ეროვნული ჰიმნები შეასრულა. ღონისძიებას ესწრებოდნენ აგრეთვე ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები და სხვა ოფიციალური პირები. ამ დრომდე ხორვატიის რესპუბლიკას საქართველო უნგრეთიდან ფარავდა. როგორც ხორვატიის პრემიერ-მინისტრმა ანდრეი პლენკოვიჩმა აღნიშნა, დღეს ისტორიული მოვლენაა, რადგან ხორვატიაში პირველად იმყოფება ოფიციალური ვიზიტით საქართველოს პრემიერ-მინისტრი. „დიდი მადლობა პოლიფონიური სიმღერების შემსრულებლებს. ყველა ხორვატზე მოახდენდა შთაბეჭდილებას მათი ნამღერი, რადგან ორივე ქვეყნის სახელმწიფო ჰიმნი შეასრულეთ, მაგრამ რომ არ მცოდნოდა ქართველები რომ ხართ, აუცილებლად ვიკითხავდი ხორვატიის რომელი რეგიონიდან არიან-მეთქი. ჩვენზე ყოველივე ამან ემოციურად ძალიან იმოქმედა,“ - განაცხადა ხორვატიის პრემიერმა. მან ამავე გამოსვალში გამოხატა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერა. „თქვენ წნეხს გაუძელით და, რა თქმა უნდა, ამიტომ ვუჭერთ მხარს და პატივს ვცემთ თქვენს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას; ისევე როგორც თქვენს ძალისხმევას, რათა იპოვოთ გამოსავალი, რომელიც გაამთლიანებს საქართველოს ტერიტორიას და თქვენი მთავრობის იურისდიქციასა და საკონსტიტუციო კონტროლს დაუქვემდებარებს ამჟამად ოკუპირებულ ტერიტორიებს. ამას გისურვებთ, რადგან ხორვატია მსგავს სიტუაციაში იყო სამწუხაროდ 90-იან წლებში და 7 წელი დაგვჭირდა იურიდიული და საკონსტიტუციო წესრიგის დასამყარებლად ქყვეყნის მთელ ტერიტორიაზე. ამიტომაც არის, რომ კარგად გვესმის თქვენი და ემფატიურობის ხარისხიც დიდი გვაქვს თქვენი ქმედებების მიმართ.“ ამავდროულად, მტკიცედ გიჭერთ მხარს ერვოპული და ტრანსატლანტიკური ამბიციებისა და მისწრაფებების მიმართულებით. ჩვენ მხარი დავუჭირეთ თქვენთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხს და საქართველოს ვროპული პერსპექტივის აღიარებას. კენჭისყრა ევროპულ საბჭოში ერთი წლის წინ ჩატარდა. მოუთმენლად ველით საქართველოს მთავრობისთვის განსაზღვრული კრიტერიუმების შესრულებას და ევროკავშირის დონეზე გადაწყვეტილებების მიღებას თქვენი ამბიციების სასიკეთოდ. შემდეგი ინსტიტუციური ნაბიჯი იქნება ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყება. ასევე მივესალმებით თქვენს გარდაქმნებს უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში. მივესალმებით აგრეთვე NATO-ში საქართველოს გაწევრიანების შესაძლებლობას, როდესაც საკვალიფიკაციო მოთხოვნები დაკმაყოფილებული იქნება,“ - განაცხადა პლენკოვიჩმა. „ორმხრივ ურთიერთობებს რაც შეეხება, მიმაჩნია, რომ ჩვენს ქვეყნებს მრავალი მსგავსება აქვს. დღეს შევთანხმდით, რომ ეკონომიკური ურთიერთობები უნდა გავაუმჯობესოთ, კულტურული თანამშრომლობისკენ ვისწრაფვოდეთ და სამომავლო ენერგეტიკული კავშირების კონტექსტში ვნახოთ რისი გაკეთებაა შესაძლებელი თქვენი და ჩვენი გეო-სტრატეგიული ადგილმდებარეობის საფუძველზე. იგივე ეხება თანამშრომლობას მთელი ევროპის მასშტაბით, რადგან ეტაპობრივად ხდება წიაღისეული საწვავის ჩანაცვლება განახლებადი ენერგომატარებლებით, რომლებსაც დიდი ინვესტიციები ხმარდება. ყოველივე ამის ფონზე, მოუთმენლად ველი თქვენი ელჩის გააქტიურებას. აქ, ზაგრებში. ის იქნება „ძრავა“, რომელიც მეტ იდეასა და ინიციატივას განახორციელებს საქართველოსა და ხორვატიას შორის თანამშრომლობის გასაზრდელად“, - განაცხადა პლენკოვიჩმა. თავის მხრივ, ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, ხორვატიაში დიპლომატიური მისიის გახსნა მეტყველებს არამხოლოდ ორმხრივი ურთიერთობების მზარდ დინამიკაზე, არამედ საქართველოს გაზრდილ ჩართულობასა და აქტიურობაზეც სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში. „ხორვატია ყოველთვის იყო საქართველოს ევროპული მომავლის ძლიერი მხარდამჭერი. პრემიერ-მინისტრო პლენკოვიჩ, კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას მხარდაჭერისა და მეგობრობისთვის. კიდევ ერთხელ მინდა გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და მადლიერება გამოვხატო ჩემი მთავრობისა და ხალხის სახელით. მადლობას გიხდით კიდევ ერთხელ. დაბოლოს, უნდა ვთქვა, რომ რადგან გადავწყვიტეთ საქართველოს საელჩოს გახსნა ხორვატიაში, რომელიც ზაგრებში დაიდებს ბინას, ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, თუ რამდენად დიდია ჩვენი ინტერესი და ერთგულება ჩვენი მეგობრობისა და პარტნიორობის იდეისადმი. ამით ჩვენ შემდეგ ეტაპზე ავიყვანეთ ჩვენი ურთიერთობა. ამიტომ, მადლობას მოგახსენებთ და მოგესალმებით ჩვენს საელჩოში,“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.    

ამერიკის საელჩო აცხადებს, რომ „დეზინფორმაციის“ გამო, თბილისთან „შეშფოთება გამოხატა“

ამერიკის შეერთებული შტატები შეშფოთებას გამოთქვამს საელჩოსა და მისი თანაშრომლების საქმიანობაზე გავრცელებულ „დეზინფორმაციასთან“ დაკავშირებით. შესაბამის განცხადებას საელჩო ავრცელებს.    დიპლომატიური წარმომადგენლობის განცხადებით, ბოლო დღეების განმავლობაში აშშ-ის საელჩოსა და მისი თანამშრომლების საქმიანობასთან დაკავშირებით, ზოგიერთი მედიასაშუალებების მიერ გამოქვეყნებულ დეზინფორმაციასა და პოლიტიკური მოღვაწეების მიერ ამ დეზინფორამციის გავრცელების თაობაზე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან შეშფოთება გამოხატეს.   „როგორც აღვნიშნეთ, თბილისში აშშ-ის საელჩოში არავის მიუღია მონაწილეობა ყოფილი პრეზიდენტის, სააკაშვილის ლობირებაში და არც დახმარებია მის ლობისტებს რაიმე შეხვედრის დაგეგმვაში. მავნებლური ინფორმაცია, რაც ამტკიცებს ან გულისხმობს, რომ საელჩოს თანამშრომლებმა ფული მიიღეს ლობისტური ფირმებისგან, ერთმნიშვნელოვნად ცრუ და უპასუხისმგებლოა,“- აცხადებს ამერიკის საელჩო. მას შემდეგ, რაც აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ გაასაჯაროვა პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის შესახებ (FARA-ს) დოკუმენტები, მმართველი პარტიის წევრებმა და რიგმა ტელეარხებმა გაავრცელეს ბრალდებები, რომ მიხეილ სააკაშვილის ლობირებაში ჩართული იყო აშშ-ის საელჩოს თანამშრომელი.

საელჩო ათენის ამიგდალეზას არალეგალთა განთავსების ბანაკში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით, ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს საელჩო საბერძნეთის ამიგდალეზას არალეგალთა განთავსების ბანაკში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით, ინფორმაციას ავრცელებს. გავრცელებულ ინფორმაციაში საელჩო უთითებს, რომ მისი წარმომადგენლები ესაუბრნენ საქართველოს მოქალაქეებს და კიდევ ერთხელ დააფიქსირეს, რომ ყველანაირად დაეხმარებიან სამშობლოში გამგზავრებაში. „საქართველოს საელჩო საბერძნეთის რესპუბლიკაში ყოველდღიურ კონტაქტზეა ქლაქ ათენის ამიგდალეზას არალეგალთა განთავსების ბანაკში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან, ისევე როგორც ამიგდალეზას ადმინისტრაციასთან და ბერძენ სამართალდამცავებთან. საელჩოს წარმომადგენლები გუშინაც ესაუბრნენ მოქალაქეებს და კიდევ ერთხელ დააფიქსირეს, რომ ყველანაირად დაეხმარებიან სამშობლოში გამგზავრებაში. რაც შეეხება არალეგალთა განთავსების ბანაკის დატოვებას (რასაც საქართველოს ზოგიერთი მოქალაქე ითხოვს), აღნიშნული სცილდება საქართველოს საელჩოს უფლებამოსილებას და ამის შესაძლებლობა საქართველოს დიპლომატიურ მისიას არ გააჩნია. ქალაქ ათენის ამიგდალეზას არალეგალთა განთავსების ბანაკში, 2023 წლის 26 ივლისს, ღამის 2 საათზე დაიწყო არეულობა. არეულობის დაწყებისთანავე საელჩოს ცხელი ხაზის მეშვეობით 01:43 საათზე დაუკავშირდა, აღნიშნულ დაწესებულებაში მყოფი საქართველოს მოქალაქე ხ. მ. კონსულის მოვალეობის შემრულებელი ინფორმაციის მიღებისთანავე დაუკავშირდა აღნიშნულ პირს და მუდმივი კომუნიკაცია ჰქონდა როგორც მასთან, ისე ამიგდალეზას ადმინისტრაციასთან. დაახლოებით ღამის 03:00 საათზე, როგორც შესაბამისმა სამსახურებმა და ასევე საქართველოს მოქალაქეებმა, მათ შორის ხ.მ-მ საელჩოს დაუდასტურეს, ადგილზე უკვე იყო სიმშვიდე და საქართველოს ყველა მოქალაქე იმყოფებოდა უსაფრთხოდ. საავადმყოფოში გადაყვანილ იქნენ მხოლოდ ის პირები, რომელთაც ცრემლსადენი გაზის გამო შეექმნათ პრობლემა – მათ შორის არ ყოფილან საქართველოს მოქალაქეები. ინფორმაცია იმის შესახებ რომ ამიგდალეზას არალეგალთა განთავსების ბანაკში მყოფი საქართველოს მოქალაქეების ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება, 26 ივლისს, დაადასტურა ატიკის პოლიციის უცხოელთა დეპარტამენტმაც. მორიგი კომუნიკაცია საელჩოსა და მოქალაქე ხ.მ ს-ს შორის შედგა 26 ივლისს დღის საათებში, გადამოწმდა მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობა და მას შეეთავაზა დახმარება საქართველოში დროულად დაბრუნებაში. ხ.მ-მ, რომელსაც აქვს მოთხოვნილი თავშესაფარი საბერძნეთის რესპუბლიკაში უარი განაცხადა საქართველოში დაბრუნებაზე. შეგახსენებთ, რომ ფორსმაჟორული/გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ საქართველოს საელჩოს ცხელ ხაზს, რომელიც უწყვეტ რეჟიმში ფუნქციონირებს. ცხელი ხაზი +306952220000,“– ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.  

მოლდოვაში რუსეთის საელჩოს ჭიშკარს ავტომობილი შეეჯახა

კიშინიოვში რუსეთის საელჩოს ჭიშკარს ავტომობილი შეეჯახა. არავინ დაშავებულა, მძღოლი დააკავეს. მისი მოტივი უცნობია.  მოლდოვის პოლიციის ცნობით, ავარიის შესახებ შეტყობინება დილით ადრე მიიღეს. მძღოლმა შემთხვევის ადგილი დატოვა. პოლიციის მხრიდან დევნისას, კაცი არ გაჩერდა და გზად კიდევ ორი ​​მანქანა დააზიანა. მისი დაკავება რუსეთის საელჩოდან 20 კილომეტრის მოშორებით მოხერხდა. რუსეთის საელჩოში TASS-ს განუცხადეს, რომ ვიდრე დაზარალებულ ჭიშკარს არ შეამოწმებენ, მომხდარზე კომენტარს ჯერ ვერ გააკეთებენ.  

საელჩო: ვრცელდება უსაფუძვლო ინფორმაცია, რომ ისრაელის საერთაშორისო აეროპორტი იკეტება

„ვრცელდება უსაფუძვლო ინფორმაცია, რომ ისრაელის საერთაშორისო აეროპორტი იკეტება! ისრაელის საერთაშორისო აეროპორტი განაგრძობს მუშაობას!“ - ამის შესახებ ნათქვამია ისრაელში საქართველოს საელჩოს განცხადებაში. როგორც საელჩოში აღნიშნავენ, „ჯორჯიან ეარვეისი“ 22 ოქტომბრიდან აჩერებს ფრენებს თელ - ავივის მიმართულებით, რაც დაკავშირებულია საერთაშორისო სადაზღვევო კომპანიების ცალკეულ რეგულაციებთან. „რაც შეეხება ისრაელი - საქართველოს მიმართულებით ფრენებს, გვაქვს რამდენიმე სიახლე: როგორც ცნობილია კომპანია „ჯორჯიან ეარვეისმა“ განაცხადა, რომ კომპანია 22 ოქტომბრიდან აჩერებს ფრენებს თელ - ავივის მიმართულებით, რაც დაკავშირებულია საერთაშორისო სადაზღვევო კომპანიების ცალკეულ რეგულაციებთან. თუმცა ისრაელში მცხოვრები თანამემამულეების და სხვა დაინტერესებული საზოგადოებისთვის განვმარტავთ, რომ თბილისის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს ინარჩუნებენ და რეგულარულად ახორციელებენ ისრაელის ავიაკომპანიები: - ელ ალი - ისრეარი - აირკია. ამასთან, კომპანია „ჯორჯიან ეარვეისი” ამატებს ყოველდღიურ რეისებს ლარნაკა-თბილისის მიმართულებით და ამ ტრანზიტული მარშრუტით სარგებლობა ასევე შეეძლებათ ისრაელიდან საქართველოში გამგზავრების მსურველთ. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ ბოლო სამი დღის განმავლობაში, ისრაელი-საქართველოს მიმართულებით შესრულებულ რეისებზე (როგორც ჯორჯიან ეარვეისის, ისე - ელ ალის, ისრეარის და აირკიას მიერ) შეინიშნებოდა დაბალი მოთხოვნა და იყო თავისუფალი ადგილები,“ - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.  

სომხეთში საქართველოს საელჩოს ახალი შენობა გაიხსნა

საქართველოსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრებმა სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ახალი შენობა გახსნეს. ირაკლი კობახიძეს და ნიკოლ ფაშინიანს სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გიორგი შარვაშიძემ უმასპინძლა. ქართულმა მხარემ შენობა 2024 წელს შეიძინა. პირველად, ქვეყანას სომხეთის რესპუბლიკაში აქვს საელჩო, რომლის შენობაც საქართველოს ეკუთვნის. ის მდებარეობს ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, სადაც განთავსებულია სხვადიპლომატიური მისიების წარმომადგენლობები და მოიცავს მოქალაქეთა მისაღებს; საოფისე, საკონფერენციო სივრცეებს. შენობის კეთილმოწყობისას დიზაინში გათვალისწინებულია ეთნიკური და კულტურული ელემენტები. სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ახალი შენობა არის მე-15, რომელიც საქართველოს საკუთრებაშია,“ წერია საქართველოს მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

ლიეტუვის საელჩოს განცხადება: ევროპარლამენტის წევრები არ კოორდინირებენ თავიანთი წარმოშობის ქვეყნებთან და არ წარმოადგენენ მათ პოზიციებს

საქართველოში ლიეტუვის რესპუბლიკის საელჩო განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ლიეტუვა დიდი ხნის განმავლობაში არის და კვლავაც რჩება ერთგული, ხელი შეუწყოს საქართველოსა და ლიეტუვის რესპუბლიკას შორის არსებულ ხანგრძლივი მეგობრობისა და განსაკუთრებული ურთიერთობების უნიკალურ ხასიათს. ასევე ლიეტუვა ცალსახად მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, ისევე როგორც საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. „ლიეტუვამ და ლიეტუველმა ხალხმა პირველებმა გაუწოდეს საქართველოს მხარდაჭერის ხელი 2008 წლის აგვისტოში. ურყევი სოლიდარობის ნიშნად, პრეზიდენტი ვალდას ადამკუსი ჩამოვიდა თბილისში იმ დროს, როდესაც რუსეთის სამხედრო ძალები საქართველოს ტერიტორიაზე იყვნენ შემოსულნი და წინ მიიწევდნენ. ამჟამად, 2023 წლის 14 დეკემბერს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემდეგ, იმ პირობით, რომ ევროკომისიის მიერ დადგენილი 9 ნაბიჯი გადაიდგმება, საქართველო უფრო ახლოს არის, ვიდრე ოდესმე გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებასთან და შემდეგ ევროკავშირში გაწევრიანებასთან. ევროპული საბჭოს დეკემბრის გადაწყვეტილებას ლიეტუვამ მთელი გულით დაუჭირა მხარი. სხვა ნაბიჯებთან ერთად, საქართველოს მოუწოდეს ებრძოლოს დეზინფორმაციას, უცხოეთიდან ინფორმაციის მანიპულირებას და ჩარევებს ევროკავშირისა და მისი ღირებულებების წინააღმდეგ, ისევე როგორც უზრუნველყოს, რომ მისმა სამოქალაქო საზოგადოებამ შეძლოს თავისუფლად ფუნქციონირება. აღნიშნულთან მიმართებით, ამჟამად წარდგენილი კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ეწინააღმდეგება ევროკავშირის რეკომენდაციებს და შეუთავსებელია ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებთან. მოვლენების ასეთი განვითარება მნიშვნელოვან შეშფოთებას იწვევს როგორც ლიეტუვაში, ასევე ევროკავშირში. ბოლო ბრალდებების კონტექსტის გათვალისწინებით, რომელიც შეეხებოდა ევროპარლამენტის ლიეტუველი წევრის მიერ გაკეთებულ განცხადებებს, გვსურს აღვნიშნოთ, რომ ევროპარლამენტის წევრები არ კოორდინირებენ თავიანთი წარმოშობის ქვეყნებთან და არ წარმოადგენენ მათ პოზიციებს; შესაბამისად, ლიეტუვის საელჩოს არ შეუძლია, კომენტარი გააკეთოს მსგავს განცხადებებზე. ლიეტუვა და მისი საელჩო არანაირად არ ეთანხმებიან ძალადობას და გამოხატავენ ნდობას საქართველოს პოლიციისა და უსაფრთხოების ძალების შესაძლებლობებისადმი უზრუნველყონ შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება, განსაკუთრებით სამოქალაქო საზოგადოებასთან ეფექტური დიალოგის უზრუნველყოფის აუცილებლობის გათვალისწინებით. ლიეტუვა გულწრფელად იმედოვნებს, რომ საქართველო გამოიყენებს შესაძლებლობათა ისტორიულ ფანჯარას ევროკავშირის გაფართოების განახლებული ძალებით გააქტიურებული პროცესისთვის, განახორციელებს ევროკომისიის ყველა რეკომენდაციას და შეძლებს სწრაფად დაიწყოს გაწევრიანების მოლაპარაკებები,“ წერია განცხადებაში. შეგახსენებთ, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროპარლამენტარ პეტრას აუსტრევიჩუსის განცხადებაზე, რომელმაც პოლიციის მაღალჩინოსნების დასანქცირება მოითხოვა, ლიეტუვის საელჩოსგან განმარტებას ითხოვდა. გარდა ამისა, „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ საგარეო საქმეთა სამინისტროს სთხოვა, ლიეტუვის ელჩი დაიბაროს აუსტრევიჩუსის განცხადების გამო.