კელი დეგნანი ნიკა გვარამიას საქმეზე: დასაწყისიდანვე გაჩნდა კითხვები

აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა მთავარი არხის დირექტორის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენზე დასმულ შეკითხვას უპასუხა და განაცხადა, რომ ამ საქმემ დასაწყისიდანვე გააჩინა კითხვები დროის გარემოებასა და ბრალდებებთან დაკავშირებით. ელჩის შეფასებით, ძალიან მნიშვნელოვანია, საზოგადოებას ჰქონდეს ნდობა სასამართლოს გადაწყვეტილების თუ განაჩენის მიმართ და თუნდაც აღქმა იმის შესახებ, რომ შეიძლება, არსებობდეს პოლიტიკური ჩარევა ან შერჩევითი სამართალი, ძირს უთხრის საზოგადოების ნდობას მსგავსი „ქეისების“ შედეგების მიმართ.

„მესმის, რომ ეს გადაწყვეტილება ბევრი ადამიანისთვის მნიშვნელოვანია. იმ პოზიციაში არ ვარ, რომ საქმის არსებით ნაწილზე კომენტარი გავაკეთო, მაგრამ ვიტყვი, რომ ამ საქმემ დასაწყისიდანვე გააჩინა კითხვები დროის გარემოებასა და ბრალდებებთან დაკავშირებით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებას ჰქონდეს ნდობა სასამართლოს გადაწყვეტილების თუ განაჩენის მიმართ. თუნდაც აღქმა იმის შესახებ, რომ შეიძლება, არსებობდეს პოლიტიკური ჩარევა ან შერჩევითი სამართალი, ძირს უთხრის საზოგადოების ნდობას მსგავსი „ქეისების“ შედეგების მიმართ.

სწორედ ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია სამუშაო, რომელსაც ჩვენ ვასრულებთ დღეს იმის ხაზგასასმელად, რომ საქართველოს სჭირდება გააგრძელოს რეფორმების განხორციელება, რომელიც გააძლიერებს სასამართლო სისტემას, გახდის მას უფრო მეტად დამოუკიდებელს, მეტად მიუკერძოებელს. საქართველომ მიაღწია მნიშვნელოვან პროგრესს უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში, სასამართლო სისტემის მშენებლობაში და ახლა სამუშაო პროცესი უნდა გაგრძელდეს“, - განუცხადა კელი დეგნანმა ჟურნალისტებს.