18 მაისს, ბელორუსის პრემიერ-მინისტრი რომან გოლოვჩენკო სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანს ეწვევა.
„ვიზიტის ფოკუსი არის კონკრეტული და პრაქტიკული. თუ აზერბაიჯანული მხარე არ არის დაინტერესებული გარკვეული სფეროებით და უკეთესი შეთავაზებები აქვთ სხვა სახელმწიფოებიდან, მაშინ ჩვენ უნდა მოვძებნოთ ახალი ხაზი.
დღეს აუცილებელია სიტუაციის რეალური სურათის მიღება და იმ საკვანძო საკითხების დადგენა, რომლებზეც თანამშრომლობა უნდა გავაძლიეროთ და დეტალურად განვიხილოთ“, - განაცხადა გოლოვჩენკომ.
ორდღიანი პროგრამა მოიცავს შეხვედრებს ქვეყნის ხელმძღვანელობასთან. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ბელორუსისა და აზერბაიჯანის ბიზნეს წრეების წარმომადგენელთა შეხვედრა.