თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარედ ვასილ მშვენიერაძე დაინიშნა

თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარედ ვასილ მშვენიერაძე დაინიშნა. გადაწყვეტილება საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დღეს მიიღო. ვასილ მშვენიერაძე თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის პოზიციას 5 წლის ვადით დაიკავებს.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ გორის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარეც აირჩია. აღნიშნულ თანამდებობაზე შალვა კაკაურიძე 5 წლით იმუშავებს.

ასევე,იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლად ამირან ძაბუნიძე დაინიშნა.

ვასილ მშვენიერაძე თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარედ თავდაპირველად 2017 წელს დაინიშნა, თუმცა მან თანამდებობა ვადაზე ადრე დატოვა, რის შემდეგ ის თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარედ დაინიშნა.

აღნიშნული პოსტის ასევე ვადაზე ადრე დატოვების შემდეგ ვასილ მშვენიერაძე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარედ 5 წლის ვადით დაინიშნა, თუმცა აღნიშნული თანამდებობაც ვადაზე ადრე დატოვა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით ის მეორედ დაინიშნა თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარედ. მანამდე კი, თავმჯდომარის მოვალეობას სერგო მეთოფიშვილი ასრულებდა.