სენატორი ჯიმ რიში თვლის, რომ ნიკა გვარამია პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებებით დააკავეს. შესაბამისი პოსტი მან Twitter-ზე განათავსა.
„ქართული მედიასაშუალების - „მთავარი არხის“ დირექტორს, ნიკა გვარამიას პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებებით 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. პოლიტიკური ოპოზიციის გაჩუმება საქართველოს ძალიან შემაშფოთებელი მიმართულებით წაიყვანს. კანონის უზენაესობა და თავისუფალი პრესა არსებითად მნიშვნელოვანია დემოკრატიისთვის“, - წერს ჯიმ რიში.
შეგახსენებთ, 16 მაისს, ნიკა გვარამიას 3 წლით და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა.