„ჩვენს ქართველ პარტნიორებთან საუბრისას საკმაოდ მკაფიო და გულწრფელები ვართ დემოკრატიის იმ საყრდენების გაძლიერების განგრძობადი საჭიროების შესახებ, რომლებიც გვინდა, ვიხილოთ საქართველოში, რაც მოიცავს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, ასევე, კანონის უზენაესობას. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე ნედ პრაისმა განაცხადა. კითხვა შეეხებოდა „მთავარი არხის“ დირექტორის დაკავებას.
„ჩვენს ქართველ პარტნიორებთან საუბრისას საკმაოდ მკაფიო და გულწრფელები ვართ დემოკრატიის იმ საყრდენების გაძლიერების განგრძობადი საჭიროების შესახებ, რომლებიც გვინდა, ვიხილოთ საქართველოში, რაც მოიცავს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, ასევე, კანონის უზენაესობას.
უჭერენ რა მხარს დემოკრატიულ, წარმატებულ ევროატლანტიკურ მომავალს, ჩვენ გავაგრძელებთ ქართველ ხალხთან პარტნიორობას. რაც შეეხება მედიის თავისუფლებას, თქვენ ჩვენგან მუდმივად გესმით თავისუფალი და დამოუკიდებელი მედიის გარდაუვალ როლზე მსოფლიოში. გასულ წლებში, უამრავი ჟურნალისტი გახდა დაშინების, რეპრესიების მსხვერპლი, მათი მუშაობა ჩაახშეს, უამრავი მათგანი ტრაგიკულად მოკლეს. ჩვენ გავაგრძელებთ მტკიცედ დგომას დამოუკიდებელი მედიის გვერდით, იქნება ეს საქართველოში თუ სხვაგან", - განაცხადა ნედ პრაისმა.
16 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ „რუსთავი 2“-ის საქმეზე ნიკა გვარამიას სამი წლისა და ექვსი თვის ვადით პატიმრობა მიუსაჯა. მოსამართლემ ასევე დამნაშავედ ცნო ამავე საქმეზე ბრალდებული, "რუსთავი 2-ის" ყოფილი ფინანსური დირექტორი კახაბერ დამენია და მას საჯელად შეუფარდა 50 000 ლარის ჯარიმა. საქმეზე მესამე ბრალდებული, "ინტერ მედია პლუს“-ის დირექტორი ზურაბ იაშვილი სასამართლომ გაამართლა.