- საქართველოს მისწრაფებების ერთ ღამეში, ერთ წელიწადში, ან ერთი ათწლეულის განმავლობაში განხორციელება შეუძლებელია. შტატები ამ მიმართულებით მხარდაჭერას განაგრძობს.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ რეფორმების განხორციელების გზაზე საქართველოს მძიმე სამუშაო აქვს შესასრულებელი.
„საქართველოს ჩვენ, სტრატეგიულ პარტნიორად განვიხილავთ. როგორც სტრატეგიული პარტნიორი, აშშ-ს კარგი შესაძლებლობები აქვს, რათა წაახალისოს საქართველო რეფორმების გზაზე, რათა გადადგას გარკვეული ნაბიჯები წინ. რა თქმა უნდა, საქართველოს მისწრაფებების ერთ ღამეში, ერთ წელიწადში, ან ერთი ათწლეულის განმავლობაში განხორციელება შეუძლებელია. ამას მძიმე შრომა, მოთმინება, მნიშვნელოვანი რესურსები სჭირდება. ჩვენი ამოცანის ნაწილია, გავაგრძელოთ საქართველოსთან პარტნიორობა და საქართველოს მხარდაჭერა ამ მიზნის მისაღწევად. ჩვენ განვაგრძობთ ამ მიმართულებით მჭიდრო თანამშრომლობას ჩვენს ქართველ პარტნიორებთან“, - აღნიშნა ნედ პრაისმა.