სომხეთის დედაქალაქ ერევანში, მთავრობის საწინააღმდეგო აქციაზე დღეს 352 ადამიანი დააკავეს.
როგორც ცნობილია, ყველა დემონსტრანტი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 182-ე მუხლითაა დაკავებული, რაც პოლიციელის მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
შეგახსენებთ, წინააღმდეგობის მოძრაობის წარმომადგენლები ერევანში, პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქციას მართავენ.
ამ ეტაპზე, პოლიცია მოძრაობის აღდგენას ცდილობს.
17 მაისს სომხეთის დედაქალაქ ერევანში მთავრობის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე 286 ადამიანი დააკავეს.