NATO: იენს სტოლტენბერგი ირაკლი ღარიბაშვილს დღეს მიიღებს

18 მაისს, NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს მიიღებს. ინფორმაცია ალიანსმა თავის ვებგვერდზე განაახლა. როგორც Europetime-ს ალიანსიდან აცნობეს, შეხვედრაზე მედია არ არის მიწვეული და შესაბამის მასალასაც ჩრდილოატლანტიკური ალიანსი გაავრცელებს.

დღეს დილით, NATO-ს ვებგვერდზე განთავსდა ინფორმაცია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და ალიანსის გენმდივანს შორის დაგეგმილი შეხვედრა გაუქმდა. ამ თემაზე განმარტება მხოლოდ ქართულმა მხარემ გააკეთა.

ცნობისთვის, ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში 16 მაისს გაემგზავრა.