რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ “უცხოეთის აგენტთა” სიაში ხუთი ადამიანი, მათ შორის, ვეტერანი უფლებადამცველი ლევ პონომარიოვი და ერთი მედია უწყება შეიყვანა. პირველი შემთხვევაა, როდესაც მედია საშუალებების წინააღმდეგ მიმართული კანონი პიროვნებების მიმართ გამოიყენეს.
რუსეთმა ეს კანონი 2012 წელს მიიღო, რაც საშუალებას აძლევს უცხოეთის მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციები და უფლებადამცველი ჯგუფები, რომლებზეც ფიქრობენ, რომ პოლიტიკურ საქმიანობაში არიან ჩართული, “უცხოეთის აგენტად” გამოაცხადონ.
იუსტიციის სამინისტრომ გამოაცხადა, რომ უცხოეთის აგენტად შერაცხულ მედია საშუალებების სიას, ოთხ სხვა პირთან ერთად, რომელთა შორის “რადიო თავისუფლების” ჟურნალისტიც იყო, პრეზიდენტ პუტინის კრიტიკოსი, 79 წლის პონომარიოვიც დაუმატეს.