ბრიუსელში ვიზიტით მყოფი ირაკლი ღარიბაშვილი NATO-ს გენერალუდ მდივანს იენს სტოლტენბერგს ხვდება.
შეხვედრაზე მედია არ არის მიწვეული და შესაბამის მასალასაც ჩრდილოატლანტიკური ალიანსი გაავრცელებს.
დღეს დილით, NATO-ს ვებგვერდზე განთავსდა ინფორმაცია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და ალიანსის გენმდივანს შორის დაგეგმილი შეხვედრა გაუქმდა. ამ თემაზე განმარტება მხოლოდ ქართულმა მხარემ გააკეთა.
მოგვიანებით, NATO-მ განაახლა ინფორმაცია, რომ იენს სტოლტენბერგი ირაკლი ღარიბაშვილს დღეს უმასპინძლებს.
ცნობისთვის, ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში 16 მაისს გაემგზავრა.