სახელმწიფო მდივნის მრჩეველმა დერეკ შოლემ დაათვალიერა საქართველოს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის საგანძური, ჯვრის მონასტერი, რომლის შენარჩუნებასაც შეერთებული შტატები ელჩის კულტურული მემკვიდრეობის ფონდის მეშვეობით ეხმარება. ინფორმაციას აშშ-ის საელჩო ავრცელებს.
1992 წელს, აშშ-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან, საქართველოს ისტორიისა და კულტურის შესანარჩუნებლად $2 მილიონზე მეტის ინვესტიცია განხორციელდა.