საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ ჯოზეფ ბორელთან შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება.
- ირაკლი ღარიბაშვილი ოლივერ ვარჰეისთან შეხვედრაზე: ევროკავშირის გაფართოების პერსპექტივებზე ძალიან კარგი საუბარი მქონდა
- სტოლტენბერგი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ: NATO სრულად უჭერს მხარს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს
- ირაკლი ღარიბაშვილი იენს სტოლტენბერგს ბრიუსელში შეხვდა
მთავრობის მეთაური ჯოზეფ ბორელს ევროინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე უწყვეტი მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.
„ნაყოფიერი შეხვედრა შედგა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ ჯოზეფ ბორელთან. მასთან რეგიონში მიმდინარე დრამატული გეოპოლიტიკური რყევების განხილვის შესაძლებლობა მქონდა. ჯოზეფ ბორელს ევროინტეგრაციის პროცესისადმი საქართველოს ერთგულება კვლავ დავუდასტურე. ამ მიზნისკენ მიმავალ გზაზე უწყვეტი მხარდაჭერისთვის ევროკავშირის მადლობელი ვარ", - აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.
ცნობისთვის, ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში 16 მაისს გაემგზავრა.