NATO სრულად უჭერს მხარს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. ამის შესახებ NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი Twitter-ზე წერს.
„NATO -ს მჭიდრო პარტნიორი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შევხვდი. ვისაუბრეთ უკრაინაში რუსეთის უკანონო ომზე. NATO სრულად უჭერს მხარს ყველა ერის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და საკუთარი გზის არჩევის უფლებას, მათ შორის საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს“, - წერს იენს სტოლტენბერგი.