„ამერიკული ავიახაზები“ დღეიდან "ბოინგ 737 მაქსით" კომერციულ ფრენებს განახორციელებს.ეს კიდევ ერთი ეტაპია ამერიკული თვითმფრინავების მწარმოებლისთვის, რომელიც საკუთარ საუკუნოვან ისტორიაში, ყველაზე ღრმა კრიზისის გადალახვას ცდილობს.
2019 წლის მარტიდან ბოინგ 737 მაქსს არც ერთი ფრენა არ განუხორცილებია. რასაც წინ უსწრებდა, ხუთ თვის განმავლობაში ორი ავიაკატასტრფა, რასაც 346 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ავიაცის ფედერალურმა სააგენტომ ფრენის აკრძალვა მოხსნა მას შემდეგ, რაც ბოინგი პროგრამულ განახლებაზე დათანხმდა. ამასთან მან უნდა უზრნველყოს მართვის ძირითადი სისტემების განახლება. ორივე ავიაკატასტროფა, სწორედ ამ ორმა ფაქტორმა გამოიწვია.
ამერიკული ავიახაზები "ბოინგ 737 მაქსით" 20 თვიანი პაუზის შემდეგ დღეს პირველ რეისს, ნიუ-იორკიდან მაიამის მიმართულებით შეასრულებს.