აშშ-ში, კოლრადოს შტატში, კორონავირუსის ახალი შტამით დაინფიცირების პირველი შემთვევა დადასტურდა. ამის შესახენ ინფორმაციას washingtonpost-ი ავრცელებს.
კოლორადოს ოფიციალურმა წარმომადგენლებმა ვირუსის ახალი შტამით დაიფიცირების შესახებ სამშაბათს განაცხადეს.
გამოცემის მიხედვით, შტატის გუბერნატორის, ჯარედ პოლისის ოფისის მიერ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ინფიცირებული 20 წლამდე ახალგაზრდაა, რომელსაც მოგზაურობის ისტორია არ აქვს და რომელიც ამჟამად ელბერტის ოლქში, იზოლაციაში იმყოფება.
”ამ ადამიანს ჯერჯერობით მჭიდრო კონტაქტი არ აქვს, მაგრამ საზოგადოებრივი ჯანდაცვის წარმომადგენლები მუშაობენ სხვა პოტენციური შემთხვევებისა და კონტაქტების იდენტიფიცირებაზე”, - ნათქვამია გუბერნატორის განცხადებაში.