აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ მომავალ წელს ნორმალური ცხოვრებისკენ დაბრუნებას მოელის. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
„მაშინ, როდესაც ერთ-ერთი ყველაზე რთული წელი დასასრულს უახლოვდება, ოპტიმისტურად ვუყურებ ჩვენს მომავალს.
ვაქცინები აღმოაჩინეს და განავითარეს. ეს უზარმაზარ იმედს გვაძლევს. ჩვენი ეკონომიკა აღდგება და აყვავდება.
მომავალ წელს ნორმალური ცხოვრებისკენ დაბრუნებას ვხედავ. მომდევნო წლებში ასევე ვხედავ წარმოუდგენელ შესაძლებლობებს ჩვენი ქვეყნისთვის“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა.
ცნობისთვის, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, აშშ-ში კორონავირუსის 19 301 543 შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 334 836 ადამიანი გარდაიცვალა.