ბაიდენმა ფინეთის და შვედეთის ლიდერებს NATO-ში გაწევრიანების გზაზე სრული მხარდაჭერა გამოუცხადა

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა შვედეთისა და ფინეთის განაცხადებს NATO-ში გაწევრიანებაზე, შეერთებული შტატების სრული მხარდაჭერა გამოუცხადა. 

ბაიდენმა NATO-ს წევრობაზე განმცხადებლებს თეთრ სახლში უმასპინძლა. აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ეს ქვეყნები უკვე აკმაყოფილებენ NATO-ს ყველა კრიტერიუმს.

„დღეს ჩემი ადმინისტრაცია შეერთებული შტატების კონგრესს წარუდგენს ანგარიშებს ორივე ქვეყნის NATO-ში გაწევრიანების შესახებ, რათა სენატი ეფექტიანად და სწრაფად გადაერთოს კონსულტაციისა და თანხმობის შესახებ ხელშეკრულებაზე“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა.

„დღეს მე ამაყი ვარ, რომ მივესალმები და ვაცხადებ შეერთებული შტატების მტკიცე მხარდაჭერას ორი დიდი დემოკრატიისა და ორი ახლო, მაღალკვალიფიციური პარტნიორის მიმართ, რათა ისინი შეუერთდნენ უძლიერეს, ყველაზე ძლიერ თავდაცვით ალიანსს მსოფლიოს ისტორიაში. ეს არის ორი ამაყი დამოუკიდებელი ქვეყანა თავის სუვერენულ უფლებებს იცავს და გამოხატავს, ისევე როგორც, ყველა სახელმწიფოს აქვს უფლება, აირჩიოს საკუთარი უსაფრთხოების გარანტიები“, - განაცხადა ბაიდენმა შვედეთის პრემიერ-მინისტრი მაგდალენა ანდერსონთან და ფინეთის პრეზიდენტ საული ნიინისტოსთან ერთად მიმართვისას.

ჯო ბაიდენის თქმით, დღეს კითხვის ნიშნები არ არსებობს საკითხის ირგვლივ, რომ: NATO აქტუალურია, ის ეფექტიანია და ახლა უფრო საჭიროა, ვიდრე ოდესმე.

„შვედეთი და ფინეთი უკვე არიან ჩვენს უახლოეს პარტნიორებს შორის მთელ რიგ საკითხებში. ფინეთისა და შვედეთის ჯარები, ისინი უკვე მსახურობდნენ აშშ-სა და NATO-ს ძალებთან ერთად კოსოვოში, ავღანეთსა და ერაყში. ფინეთი და შვედეთი უკვე მუშაობენ შეერთებულ შტატებთან და ჩვენს სხვა მოკავშირეებთან და პარტნიორებთან კოორდინირებულად, რათა მხარი დაუჭირონ უკრაინის მამაც ხალხს, რომელიც იცავს თავისუფლებას , - აღნიშნა ბაიდენმა.

შეერთებულ შტატებში, სენატის სულ მცირე ორმა მესამედმა უნდა დაუჭიროს მხარი თავდაცვით ალიანსში ახალი წევრის მიღებას. ანალოგიურად, 30-ვე ამჟამინდელი წევრის საკანონმდებლო ორგანომ უნდა დაამტკიცოს ამ შემთხვევაში შვედეთის და ფინეთის მიერ შეტანილი განაცხადები.


რას ნიშნავს თურქეთის უარი და როგორ უნდა მიაღწიოს NATO-მ კონსენსუსს ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანებაზე, ნახეთ Europetime-ს სტატია.