აშშ მადლიერია კოლექტიურ უსაფრთხოებაში საქართველოს წვლილის გამო. შესაბამისი პოსტი დერეკ შოლეს Twitter-ზე განთავსდა.
„დღეს შევხვდი საქართველოს თავდაცვის მინისტრს ჯუანშერ ბურჭულაძეს. საქართველო NATO-ს მტკიცე პარტნიორია, რომელიც მსახურობდა ამერიკელ, სხვა მოკავშირეთა და პარტნიორ ჯარებთან ერთად. აშშ მადლობას უხდის საქართველოს, კოლექტიური უსაფრთხოების საკითხებში პარტნიორობისთვის“, - წერს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩეველი პოლიტიკურ საკითხებში.
არასამთვრობო სექტორს, თავდაცვის მინისტრსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის უფროსი მრჩეველი პოლიტიკურ საკითხებში ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა. „ქორთიარდ მარიოტში“ გამართული შეხვედრის შემდეგ მედიასთან კომენტარი ოპოზიციის წარმომადგენლებმა გააკეთეს. დერეკ შოლეს საქართველოში ჩატარებული არცერთი შეხვედრის შემდეგ არ უსაუბრია მედიასთან.