საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ მას სურს, ევროკავშირმა მოლდოვის გაწევრიანების მოთხოვნაზე „სწრაფი აზრი“ დააფიქსიროს. მაკრონმა მოლდოვის პრეზიდენტ მაია სანდუს უმასპინძლა. მაკრონმა დაამატა, რომ არ არის გამორიცხული რისკი იმისა, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის კონფლიქტი სხვა მეზობელ ქვეყნებშიც გავრცელდეს. ამის საფუძვლად მას დნესტრისპირეთში მომხდარი მოჰყავს.
საფრანგეთი აპირებს, განსაკუთრებული ყურადღებით მიადევნოს თვალი რეგიონულ უსაფრთხოებას და მოლდოვის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ნებისმიერ შესაძლო ხელყოფის მცდელობას.
სეპარატისტებმა დნესტრისპირეთის რეგიონში მომხდარ სროლებში კიევი დაადანაშაულეს. გასულ კვირას მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ნიკუ პოპესკუმ განაცხადა, რომ მოლდოვის პრორუსულ სეპარატისტულ რეგიონში შიდა ელემენტები ცდილობდნენ დესტაბილიზაციას და დაძაბულობის გაღვივებას, რადგან ქვეყანა აგრძელებს მცდელობებს ევროკავშირში გაწევრიანებისკენ.