ვანში, უკიდურეს გაჭირვებაში მცხოვრებმა დვალიშვილების ოჯახმა, სატელევიზიო ეთერში გასული სიუჟეტის მეორე დღეს, საჩუქრად სახლი მიიღო.
როგორც „ევროპათაიმს“ ანა დვალიშვილმა განუცხადა, მან არ იცის ვინ არის პირი, რომელმაც მათი დახმარების სურვილი გამოთქვა, რადგან თავად ქველმოქმედი წინააღმდეგია მისი ვინაობა გამჟავნდეს.
„პოსტსფაქტუმში სიუჟეტის გასვლის მეორე დღესვე დაგვიკავშირდა ქალბატონი, რომელმაც გვითხრა, რომ ერთ ბიზნესმენს, რომელსაც არ სურს ვინაობის გამხელა, ჩვენთვის სახლის შეძენა სურს. ეს იმდენად მოულოდნელი იყო ჩემთვის, მთელი ოჯახი ემოციებში ვიყავით. ძალიან გაგვიხარდა. ორშაბათს დაგვირეკეს და ოთხშაბათს უკვე სახლი გვქონდა. ქალბატონმა მითხრა რომ ეს ადამიანი ბევრს ეხმარება და არასდროს უნდა მისი სახელის და გვარის გამხელა. მისთვის მთავარია თქვენ რომ სიხარული მოგანიჭათო. თვითონ სახლი ჯერ კიდევ ივლისში შევარჩიეთ, მაშინ, როცა გამგეობა დაგვპირდა შეძენას, თუმცა დაპირება არ შეასრულა. ახლა გვაქვს სახლი, სადაც ყველაფერი გვაქვს და მადლობალი ვარ იმ უცნობი ადამიანის, რომელის ვინაობაც კი არ ვიცით“, - გვიყვება ანა.
ანა ასევე გვიყვება, რომ გუშინ „ნანუკას შოუს“ გასვლის შემდეგ დახმარების სურვილით კიდევ გამოვიდა მეორე უცნობი პიროვნება, თუმცა რადგან მათ უკვე აქვთ სახლი, ის სხვა სახის დახმარებას გაუწევს საჭიროებისამებრ.
„არც ამ პიროვნებამ ისურვა ვინაობის გამხელა და დაგვპირდა, რომ რადგან სახლი უკვე გვაქვს, სხვა სახით დაგვეხმარება. გარდა ამისა იყო მცირედი დახმარებებიც და სიტყვებით ნამდვილად ვერ გადმოვცემ იმ ემოციას, რომელიც ახლა ჩვენს ოჯახშია, მართლა არ მეგონა ასეთი კეთილი ადამიანების არსებობა და ამ რამდენიმე დღემ, იმედი დამიბრუნა“.
ანა ეკოლოგიის ფალულტეტის მესამე კურსის სტუდენტია და ამ მიმართულებით გეგმავს სამომავლო ნაბიჯების გადადგმას.
„ვსწავლობ და ძალიან მინდა საყვარელი საქმით დავკავდე სწავლის დასრულების შემდეგაც. კიდევ ერთხელ მინდა მადლობა ვუთხრა იმ ადამიანებს, ვინც ჩენი გაჭრვება გულთან ახლოს მიიტანეს და ცხოვრება სრულიად სხვა მიმართულებით შეგვიცვალეს“.
სიუჟეტი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე