უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ კიდევ ერთი MRIYA თვითმფრინავის შექმნას გეგმავს და პროექტს მარიუპოლის თავდაცვის დროს დაღუპული პილოტების ხსოვნას მიუძღვნის. იუწყება უკრაინული მედია. ხუთშაბათს უკრაინელ სტუდენტებთან ონლაინ შეხვედრისას ზელენსკიმ გაიხსენა, რომ ერთ დროს გაჩნდა იდეა ამ უნიკალური თვითმფრინავის მეორე ასლის აგების შესახებ.
„მისი აშენება გვინდოდა, $800 მილიონი დოლარი დაგვჭირდა. მივმართე თურქეთის პრეზიდენტს მე-2 MRIYA-ის შექმნის წინადადებით, მაგრამ თანხები ვერ მოვიძიეთ“, - განაცხადა ზელენსკიმ.
„მაგრამ ამ შემთხვევაში საქმე ფულს არ ეხება, ეს ამბიციის საკითხია. ჩვენ მოგვმართა Ukroboronprom-მა ანტონოვის გუნდმა. ეს არის ჩვენი ქვეყნის და ყველა იმ პროფესიონალი მფრინავის ღირსების საკითხო, რომლებიც ამ ომში დაიღუპნენ“, - დაამატა ზელენსკიმ.
მისივე თქმით, გმირების ხსოვნის უკვდავსაყოფად MRIYA-ს აშენება სწორი სახელმწიფო პოზიციაა.
მსოფლიოში ყველაზე დიდი სატრანსპორტო თვითმფრინავი MRIYA 2022 წლის თებერვლის ბოლოს, ჰოსტომელის აეროპორტისთვის ბრძოლების დროს განადგურდა. An-225 MRIYA არის საავიაციო გიგანტი, რომელსაც ყველაზე მეტი კომერციული ტვირთის გადაზიდვა შეუძლია. ეს არის ავიაციის ისტორიაში ყველაზე გრძელი თვითმფრინავი.