ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 14 192 ტესტი, შედეგად, გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 738 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 1 494 კოვიდინფიცირებული.
ქვეყანაში Covid-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 225 893-ს. ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 210 445-მდე.