ჩაქვის გვირაბში ავტოსაგზაო შემთხვევისას ორი ადამიანი გარდაიცვალა

ქობულეთის შემოვლით გზაზე, გვირაბში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა. ერთმანეთს სატვირთო და მსუბუქი ავტომობილები შეეჯახნენ. ამის შესახებ ინფორმაცია Europetime-ს შს პრესსამსახურის წარმომადგენელმა დაუდასტურა.

როგორც ცნობილია, ავარიის შემდეგ ორივე ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა. მსუბუქი ავტომობილი სრულად დაიწვა. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით დაიწყო, რაც  ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.