ბრიტანეთში Covid-19-ის საწინააღმდეგო Oxford-AstraZeneca-ის ვაქცინა დაამტკიცეს

ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერთა მიერ შემუშავებული კორონავირუსის საჭინააღმდეგო ვაქცინა დიდ ბრიტანეთში გამოსაყენებლად დამტკიცებულია. ამის შესახბ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

დიდმა ბრიტანეთმა მწარმოებელ AstraZeneca–ს 100 მილიონი დოზა შეუკვეთა, რაც საკმარისია 50 მილიონი ადამიანის ვაქცინაციისთვის.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, წამლების მარეგულირებლის მიერ ვაქცინის დამტკიცება ნიშნავს, რომ ვაქცინა არის უსაფრთხო და ეფექტური.

Oxford-AstraZeneca ვაქცინა შეიქმნა 2020 წლის პირველ თვეებში. აპრილში პირველად ჩატარდა მოხალისეზე ტესტირება. მას შემდეგ მიმდინარეობდა მასშტაბური კლინიკური კვლევები, რომელშიც ათასობით ადამიანი მონაწილეობდა.