გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 22 მაისს საქართველოში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
„23 მაისს დღის მეორე ნახევრიდან ისევ ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. თბილისში 20 მაისს გრილი და ქარიანი ამინდი შენარჩუნდება. 21 მაისს ქარი ჩადგება და 23 მაისამდე უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა 20 მაისს +15, +17, 21 მაისს +20, +22 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება, ხოლო 22-23 მაისს +25, +27 გრადუსამდე მოიმატებს. 23 მაისს დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, გაძლიერდება ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი“, – აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.