მედიის პროგნოზით, ლეიბორისტული პარტიის ლიდერი ენტონი ალბანეზი, შესაძლოა ავსტრალიის შემდეგი პრემიერ-მინისტრი გახდეს.
დღეს ავსტრალიაში ფედერალური არჩევნები გაიმართა, რომლის შედეგების მიხედვით, ქვეყნის 47-ე მთავრობა ჩამოყალიბდება.
CNN-ის ცნობით, ქვეყნის სამმა წამყვანმა მედიასაშუალებამ ერთდროულად – ავსტრალიის სამაუწყებლო კორპორაციამ, 7 News-მა და Sky News Australia-მ – გააკეთეს პროგნოზები ხმის მიცემის შედეგებთან დაკავშირებით.
მიუხედავად იმისა, რომ ლეიბორისტული პარტია ოფიციალურად არ ახმოვანებს განცხადებებს შესაძლო უმრავლესობის შესახებ - პარლამენტში 150 ადგილიდან შესაძლოა 76 ადგილი მიიღოს, მედია ამ პოლიტიკურ ძალას გამარჯვებას უწინასწარმეტყველებს.
ჟურნალისტების თქმით, სკოტ მორისი ვერ შეძლებს ახალი მინისტრთა კაბინეტის ჩამოყალიბებას და შესაბამისად ხელისუფლების სათავეში კიდევ სამი წელი ვერ დარჩება.