ყარსში, სახმელეთო სწავლება „ჰეიდარ ალიევი 2022“ (თურქეთი აზერბაიჯანი) მიმდინარეობს. ინფორმაცია და ფოტომასალა თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი.
„აზერბაიჯანისა და თურქეთის ერთობლივი სამხედრო სწავლებები წარმატებულად მიმდინარეობს“, - წერს Anadoly. გამოცემის ცნობით, წვრთნებში თურქეთის შეიარაღებული ძალების და აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობებია ჩართული.
მანამდე, 20 მაისს, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ თურქეთში, იზმირში მიმდინარე მრავალეროვნულ სწავლებაში Efes-2022 ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეები მონაწილეობენ.