შეერთებული შტატები საქართველოს NATO-ში გაწევრიანებისადმი მხარდაჭერას კიდევ ერთხელ აფიქსირებს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა Europetime-თან განაცხადა, რომ საქართველო აშშ-სა და NATO-ს უახლოესი პარტნიორია.
„საქართველო აშშ-სა და NATO-ს ძალიან ღირებული პარტნიორია. შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს მისწრაფებებს NATO-ში და მუშაობს NATO-ს მოკავშირეებთან, რათა მხარი დაუჭიროს მის უსაფრთხოებასა და თავდაცვის მოდერნიზაციის მცდელობებს. 20 მაისს, შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან თავდაცვის სფეროში ორმხრივი კონსულტაციები გამართა.
საქართველოს თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივა (GDDEI), შეერთებული შტატებისა და საქართველოს ოფიციალური ორმხრივი ძალისხმევაა, რათა ქვეყნებს შორის ძლიერი სამხედრო ურთიერთობები გაგრძელდეს. მოგეხსენებათ, ეს ინიციტივა საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) წარმატებას ეფუძნება. DDEI GDRP-ის ფარგლებში მიღწეულ პროგრესს ეფუძნება, რომელიც თავის მხრივ მოიცავს შეკავებისა და ტერიტორიული თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებას, NATO-სთან თავსებადობის ხელშეწყობას, ინსტიტუციურ რეფორმებსა და მოდერნიზაციას ორგანიზაციული ცვლილებების მართვის გზით“, - განუცხადა Europetime-ს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.