ალექსეი ნავალნის საბანკო ანგარიშები გაყინეს და ბინა დააყადაღეს

ალექსეი ნავალნის საბანკო ანგარიშები გაყინეს, მისი ბინა კი, რომელიც მოსკოვში მდებარეობს, დააყადაღეს, - ამის შესახებ ნავალნის პრესსპიკერმა კირა იარმიშმა განაცხადა.

„ეს ნიშნავს, რომ შეუძლებელია ბინის გაყიდვა, გაჩუქება ან დაგირავება,“- აღნიშნა იარმიშმა.

შეგახსენებთ, გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ 32 დღიანი მკურნალობის შემდეგ ალექსეი ნავალნი ბერლინის საავადმყოფოდან გაწერეს.